საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს დაფუძნების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (8 მუხლი)
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №565 |
|
2017 წლის 27 დეკემბერი ქ. თბილისი |
ა) სააგენტოს დებულების დამტკიცება;
ბ) სააგენტოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის – ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნა.
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს დაფუძნების შესახებ
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წიაღის ეროვნული სააგენტოს დაფუძნების შესახებ
მუხლი 1🔗
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – წიაღის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).
მუხლი 2🔗
სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ.
მუხლი 3🔗
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა უზრუნველყოს:სააგენტო ჩაითვალოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს უფლებამონაცვლედ იმ მოთხოვნებისა და ვალდებულებების ნაწილში, რომელიც უკავშირდება სასარგებლო წიაღისეულის მართვას (მათ შორის, მასთან დაკავშირებულ სახელშეკრულებო ურთიერთობებს) და რეგულირების საფასურს, ხოლო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ იმ მოთხოვნებისა და ვალდებულებების ნაწილში, რომელიც უკავშირდება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების, ასევე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან დადგენილი წესით გათავისუფლებული პირის მიერ წიაღით სარგებლობის სათანადო პირობების კონტროლს.
მუხლი 5🔗
სსიპ – გარემოს ეროვნულმა სააგენტომ და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სააგენტოს გადასცენ მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო ქონება, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 6🔗
სსიპ – გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მისთვის დამტკიცებული ასიგნების ფარგლებში უზრუნველყოს სააგენტოს ფუნქციონირებისათვის საჭირო, 2017 წლის განმავლობაში „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების საფუძველზე აღებული ვალდებულების შესრულება (ანაზღაურება).
მუხლი 7🔗
დაევალოს სსიპ – გარემოს ეროვნულ სააგენტოს სააგენტოსა და სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს 2018 წლის ბიუჯეტების საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებისას მის ანგარიშზე განთავსებული თავისუფალი ნაშთის განაწილება.
მუხლი 8🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს დაფუძნების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს დაფუძნების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.06.2025.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს დაფუძნების შესახებ“?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს დაფუძნების შესახებ“ მიღებულია 27.12.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №565. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.10.003.020275.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს დაფუძნების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 13.06.2025-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს დაფუძნების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 8 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს დაფუძნების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.06.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს დაფუძნების შესახებ“, №565, 27.12.2017, სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.020275 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3963023/