მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობისა და მემანქანის სერტიფიკატის ფორმების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №1-1/155 |
|
2024 წლის 27 დეკემბერი ქ. თბილისი |
|
1. მატარებლის მემანქანის (შემდგომ – მემანქანე) მართვის მოწმობა (შემდგომ – მართვის მოწმობა) მზადდება ლამინირებული პოლიკარბონატის (შეურეველი, სუფთა პოლიკარბონატი) ფირფიტისაგან, მრავალშრიანი ტექნოლოგიით, ბარათის ფირფიტის გამოყენებით, დაწყობილ და ლამინირებულ ერთიან მონოსხეულად სიმხურვალისა და წნევის პირობებში.
2. მემანქანის მართვის მოწმობის ფიზიკური მახასიათებლები შესაბამისობაში უნდა იყოს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO) 7810 სტანდარტთან და საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად მართვის მოწმობების მახასიათებლების გადამოწმების მეთოდები უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO)10 373 სტანდარტს.
1. მართვის მოწმობის წინა მხარე, ავერსი და მართვის მოწმობის უკანა მხარე, რევერსი, განისაზღვრება დანართი №1-ის შესაბამისად.
2. მართვის მოწმობის წინა მხარე (ავერსი) უნდა შეიცავდეს:
ა) სიტყვებს „მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობა“;
ბ) საქართველოს დროშასა და დასახელებას;
გ) სახელმწიფოს განმასხვავებელ ნიშანს – GE;
დ) საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი.
3. მართვის მოწმობის წინა მხარეს (ავერსი) ფონად დატანილია მატარებლის გრაფიკული გამოსახულება, აგრეთვე, ლიანდაგის გრაფიკული გამოსახულება, რომელიც ხილვადია ულტრაიისფერი დანათების პირობებში.
4. მართვის მოწმობის უკანა მხარე (რევერსი) უნდა შეიცავდეს:
ა) საქართველოს რუკის კონტურს;
ბ) ჰოლოგრამას.
5. მართვის მოწმობის უკანა მხარეს (რევერსი) ფონად დატანილია სადგურის გრაფიკული გამოსახულება.
1. მართვის მოწმობაში მონაცემები აღინიშნება შემდეგი ნუმერაციით:
ა) 1. მართვის მოწმობის მფლობელის გვარი;
ბ) 2. მართვის მოწმობის მფლობელის სახელი;
გ) 3. მართვის მოწმობის მფლობელის დაბადების თარიღი და ადგილი;
დ) 4 a. მართვის მოწმობის გაცემის თარიღი;
ე) 4 b. მართვის მოწმობის ვადის გასვლის თარიღი;
ვ) 4 c. მართვის მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელება;
ზ) 4 d. მართვის მოწმობის მფლობელის პირადი ნომერი;
თ) 5. მართვის მოწმობის ნომერი;
ი) 6. მართვის მოწმობის მფლობელის ფოტოსურათი;
კ) 7. მართვის მოწმობის მფლობელის ხელმოწერა – მფლობელის ელექტრონული ხელმოწერა, რომელიც დაიტანება ელექტრონული საშუალებების გამოყენებით;
ლ) 8. მართვის მოწმობის ბარათის ნომერი;
მ) 9. დამატებითი ინფორმაცია ან/და სამედიცინო შეზღუდვა:
მ.ა) 9 a. დამატებითი ინფორმაცია:
მ.ა.ა) a.1 მშობლიური ენა;
მ.ა.ბ) a.2 სპეციალური გრაფა ნებისმიერი სხვა საჭირო ინფორმაციისთვის;
მ.ბ) 9 b. სამედიცინო შეზღუდვები:
მ.ბ.ა) b.1 სათვალეების/ლინზების სავალდებულო გამოყენება;
მ.ბ.ბ) b.2 სმენის აპარატ(ებ)ის სავალდებულო გამოყენება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა–კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემები დაიტანება მართვის მოწმობის წინა მხარეს (ავერსი), ხოლო „ლ-მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემები მართვის მოწმობის უკანა მხარეს (რევერსი).
3. მართვის მოწმობაზე ყველა ინფორმაცია დაიტანება ქართულ და ინგლისურ ენაზე.
1. მართვის მოწმობის ნომერი შედგება 10 (ათი) ციფრისა და 2 (ორი) ლათინური ანბანის ასოს კომბინაციისგან.
2. მართვის მოწმობის ინდივიდუალური ნომრის ნიმუში: GE72 2024 4567. პირველი ორი ასო სახელმწიფოს განმასხვავებელი ნიშანი – GE; შემდეგი ორი ციფრი 71, 72 ან 73 არის დოკუმენტის ტიპის ნომერი – თუ ყოველ წელიწადს გაიცემა 9 999 მოწმობა, მაშინ დოკუმენტის ტიპის ნომერი იქნება 71, თუ გაიცემა 9 999-ზე მეტი მოწმობა დოკუმენტის ტიპის ნომერი იქნება 72, ხოლო თუ ყოველ წელს გაიცემა 19 999-ზე მეტი მოწმობა დოკუმენტის ტიპის ნომერი იქნება 73; შემდეგი ოთხი ციფრი – მოწმობის გაცემის წელი; შემდეგი ოთხი ციფრი – რიგითი ნომერი 0000-დან 9 999-მდე სერიის ფარგლებში (რიგითი ნომერის ათვლა ყოველ წელიწადს თავიდან იწყება).
1. მართვის მოწმობისთვის გამოყენებული მასალა უნდა იყოს დაცული გაყალბებისგან შემდეგი ტექნიკის გამოყენებით (სავალდებულო უსაფრთხოების მახასიათებლები):
ა) ბარათი უნდა იყოს პოლიკარბონატის ფირფიტის;
ბ) ბარათზე გამოსახული უნდა იყოს ჰოლოგრამა;
გ) უსაფრთხოების ფონის ნიმუში უნდა იყოს შექმნილი ისე, რომ იყოს გამძლე ყალბი სკანირების, ბეჭდვის ან კოპირების გზით გაყალბებისგან, ცისარტყელასებური ბეჭდვის გამოყენებით მრავალფეროვანი უსაფრთხოების მელნებითა და პოზიტიური გილიოშისებური ბეჭდვის გამოყენებით;
დ) ფოტოს არეში უსაფრთხოების დიზაინის ფონისა და ფოტოს გადაფარვა უნდა იყოს მინიმუმ სურათის საზღვრებზე.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო უფლებამოსილია მართვის მოწმობის დამზადებისას გამოიყენოს უსაფრთხოების დამატებითი მახასიათებლები.
1. მატარებლის მემანქანის სერტიფიკატი (შემდგომში – სერტიფიკატი) განისაზღვრება დანართი №2-ის შესაბამისად.
2. მემანქანის სერტიფიკატის ზომებია 10 სმ × 21 სმ (გაშლისას) სამი გარე და სამი შიდა გვერდი.
1. სერტიფიკატზე მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) ზოგადი მონაცემები:
ა.ა) გამცემი ორგანიზაციის ლოგო (არასავალდებულო);
ა.ბ) მემანქანის მართვის მოწმობის ნომერი;
ა.გ) სერტიფიკატის მფლობელის სახელი;
ა.დ) სერტიფიკატის მფლობელის გვარი;
ა.ე) სერტიფიკატის მფლობელის პირადი ნომერი;
ა.ვ) სერტიფიკატის გაცემის თარიღი;
ა.ზ) სერტიფიკატის მოქმედების ვადა;
ა.თ) სერტიფიკატის გამცემი ორგანიზაცია;
ა.ი) მისამართი;
ა.კ) სერტიფიკატის გამცემი ორგანიზაციის შტამპი ან ბეჭედი;
ბ) დამსაქმებლის მონაცემები:
ბ.ა) იურიდიული დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი;
ბ.ბ) დამსაქმებლის კატეგორია: სარკინიგზო საწარმო, ინფრასტრუქტურის მენეჯერი, მათ შორის მისასვლელი ლიანდაგის მფლობელი;
ბ.გ) ქვეყანა, მისამართი;
გ) სერტიფიკატის მფლობელის მონაცემები:
გ.ა) დაბადების ადგილი;
გ.ბ) დაბადების თარიღი;
გ.გ) მოქალაქეობა;
გ.დ) იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი;
გ.ე) ხელმოწერა;
გ.ვ) ფოტოსურათი;
დ) მართვის კატეგორიები;
ე) დამატებითი ინფორმაცია;
ვ) ენების ცოდნა;
ზ) შეზღუდვები;
თ) მოძრავი შემადგენლობა, რომელზეც მემანქანეს აქვს მართვის უფლება:
თ.ა) თარიღი;
თ.ბ) სატრანსპორტო საშუალება;
თ.გ) შენიშვნა;
ი) ინფრასტრუქტურა, რომელზეც მემანქანეს აქვს მართვის უფლება:
ი.ა) თარიღი;
ი.ბ) ინფრასტრუქტურის მონაკვეთი;
ი.გ) დამატებითი ინფორმაცია/შეზღუდვები;
ი.დ) შენიშვნა.
2. სერტიფიკატზე ყველა ინფორმაცია დაიტანება ქართულ ენაზე. სერტიფიკატის ინგლისურენოვანი ასლის ფორმა განისაზღვრება დანართი №3-ის შესაბამისად.
სერტიფიკატის ნომერი განისაზღვრება სერტიფიკატის გამცემი სარკინიგზო საწარმოს ან ინფრასტრუქტურის მენეჯერის მიერ.
1. სერტიფიკატის გაყალბების საწინააღმდეგოდ გამოიყენება შემდეგი ტექნიკური ზომები:
ა) გამცემი ორგანიზაციის ლოგოს გამოსახვა სერტიფიკატზე (არასავალდებულო);
ბ) სპეციფიკური ქაღალდის ტექსტურისა და მუდმივი მელნის გამოყენება;
გ) შტამპის ან ბეჭდის გამოსახვა სერტიფიკატზე.
2. სერტიფიკატის გაყალბების საწინააღმდეგო ზომები ასევე ვრცელდება სერტიფიკატის ასლზე.
1. სერტიფიკატის ასლის ფორმა განისაზღვრება დანართი №4-ით. სერტიფიკატის ასლის ინგლისურენოვანი ვერსიის ფორმა განისაზღვრება დანართი №5-ის შესაბამისად.
2. სარკინიგზო საწარმო და ინფრასტრუქტურის მენეჯერი უფლებამოსილია გასცეს სერტიფიკატის ასლი, მატარებლის მემანქანის მოთხოვნის ან მისი სამსახურიდან წასვლის შემთხვევაში.
3. სერტიფიკატის ასლი A4 ფორმატის დოკუმენტია.
1. სერტიფიკატის ასლზე მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) მემანქანის დამსაქმებელი ორგანიზაციის:
ა.ა) იურიდიული დასახელება
ა.ბ) დამსაქმებლის კატეგორია: სარკინიგზო საწარმო, ინფრასტრუქტურის მენეჯერი, მათ შორის მისასვლელი ლიანდაგის მფლობელი;
ა.გ) ქალაქი, ქვეყანა;
ა.დ) მისამართი.
ბ) სერტიფიკატის მფლობელის შესახებ ინფორმაცია:
ბ.ა) მართვის მოწმობის ნომერი;
ბ.ბ) სახელი;
ბ.გ) გვარი;
ბ.დ) დაბადების ადგილი;
ბ.ე) დაბადების თარიღი;
ბ.ვ) საფოსტო კოდი (არასავალდებულო);
ბ.ზ) ფოტოსურათი;
ბ.თ) ხელმოწერა.
გ) მართვის კატეგორიები;
დ) დამატებითი ინფორმაცია;
ე) შეზღუდვები;
ვ) ენების ცოდნა;
ზ) მოძრავი შემადგენლობა:
ზ.ა) სატრანსპორტო საშუალება;
ზ.ბ) შენიშვნა.
თ) ინფრასტრუქტურა:
თ.ა) ინფრასტრუქტურის მონაკვეთი;
თ.ბ) შენიშვნა.
ი) გათავისუფლების თარიღი;
კ) სერტიფიკატის ასლის გამცემი ორგანიზაცია, მისი საფოსტო მისამართი, ტელეფონი და ელექტრონული ფოსტა;
ლ) გაცემის თარიღი;
მ) ხელმოწერა;
ნ) სერტიფიკატის ასლის გამცემი ორგანიზაციის შტამპი ან ბეჭედი.
2. სერტიფიკატის ასლზე შესაძლოა გამოისახოს სარკინიგზო საწარმოს ან ინფრასტრუქტურის მენეჯერის ლოგო.
მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობისა და მემანქანის სერტიფიკატის ფორმების დამტკიცების შესახებ