სახიფათო ტვირთების საგზაო გადაზიდვის უსაფრთხოების საკითხებში კონსულტანტის მომზადების მოწმობის ფორმის და მისი გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
15.09.2022 ბოლო ცვლილება 02.11.2023
ნომერი
№10/ნ
სარეგისტრაციო კოდი
310150000.77.090.016010
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/09/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის

სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №10/ნ

2022 წლის 15 სექტემბერი

ქ. თბილისი

სახიფათო ტვირთების საგზაო გადაზიდვის უსაფრთხოების საკითხებში კონსულტანტის მომზადების მოწმობის ფორმის და მისი გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე
 „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის 84 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს:

ა) სახიფათო ტვირთების საგზაო გადაზიდვის უსაფრთხოების საკითხებში კონსულტანტის მომზადების მოწმობის ფორმა (დანართი №1);

ბ) „სახიფათო ტვირთების საგზაო გადაზიდვის უსაფრთხოების საკითხებში კონსულტანტის მომზადების მოწმობის გაცემის წესი“ (დანართი №2).

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 18 სექტემბრიდან.

დირექტორილევან გამყრელიძე

დანართი №1

სახიფათო ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებით უსაფრთხოების საკითხებში კონსულტანტის მომზადება

მოწმობა №: .................................................................................................................................................................................

მოწმობის გამცემი სახელმწიფოს განმასხვავებელი ნიშანი: ............................................................................................

გვარი: ..........................................................................................................................................................................................

სახელ(ებ)ი: .................................................................................................................................................................................

დაბადების თარიღი და ადგილი: ..........................................................................................................................................

მოქალაქეობა: .............................................................................................................................................................................

მფლობელის ხელმოწერა: ........................................................................................................................................................

ძალაშია ................ -მდე იმ საწარმოებთან დაკავშირებით, რომლებიც ახდენენ სახიფათო ტვირთების გადაზიდვას, ასევე იმ საწარმოებთან დაკავშირებით, რომლებიც ახორციელებენ სათანადო გადაზიდვის, შეფუთვის, შევსების, დატვირთვისა და გადმოტვირთვის ოპერაციებს:

□        საავტომობილო გზით                 □       რკინიგზით             □       შიდა საზღვაო გზით

გაცემულია: ..................................................................... მიერ

თარიღი: .............................................................................  ხელმოწერა: ...........................................................................

  დანართი №2

 სახიფათო ტვირთების საგზაო გადაზიდვის უსაფრთხოების საკითხებში კონსულტანტის მომზადების მოწმობის გაცემის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. სახიფათო ტვირთების საგზაო გადაზიდვის უსაფრთხოების საკითხებში კონსულტანტის მომზადების მოწმობის  (შემდგომ –  მოწმობა) გაცემის წესი (შემდგომ – წესი) შემუშავებულია სახიფათო  ტვირთების საერთაშორისო  საგზაო  გადაზიდვების შესახებ ევროპული შეთანხმების (ADR) შესაბამისად.

2. წესი განსაზღვრავს სახიფათო ტვირთების საგზაო გადაზიდვის უსაფრთხოების საკითხებში კონსულტანტის მომზადების მოწმობის  გაცემის პირობებს.

3. მოწმობას ენიჭება სერიული ნომერი, რომელიც შედგება GE და ხუთნიშნა ზრდადი ციფრისგან.

4. მოწმობა გაიცემა დაინტერესებულ პირზე შესაბამისი სასწავლო პროგრამებით გავლილი  სწავლების  დასრულებისა და ტესტირების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში.

5. მოწმობის გაცემა ხორციელდება  სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) მიერ.

მუხლი 2. მოწმობის გაცემის პირობები

1. მოწმობის გაცემა წარმოებს შემდეგ შემთხვევაში:

ა) პირველადი გაცემისას;

ბ)  ამ მუხლის მე - 3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემთხვევაში;

გ) მოწმობის მფლობელის პერსონალური მონაცემების შეცვლისას (საცხოვრებელი ადგილის/ქვეყნის, გვარისა და სხვა მონაცემების, რომლებიც გავლენას ახდენენ მოწმობისა და მისი მომხმარებლის იდენტიფიკაციაზე);

დ) მოწმობის დაკარგვის ან მოპარვისას;

ე) მოწმობის დაზიანებისას, რის შედეგადაც მისი გამოყენება შეუძლებელია.

2. შეცვლილი მოწმობის მოქმედების ვადა აითვლება ძველი მოწმობის გაცემის თარიღიდან.

3.  მოწმობის მოქმედების ვადა შეადგენს 5 წელს.

4. მოწმობა გაიცემა დაინტერესებული პირზე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

ა) ახორციელებს ან აპირებს განახორციელოს სახიფათო ტვირთების საგზაო გადაზიდვის უსაფრთხოების საკითხებში კონსულტანტის საქმიანობა გადამზიდველ კომპანიაში, რომელიც ეწევა სახიფათო ტვირთების საგზაო გადაზიდვას;

ბ)  აქვს უმაღლესი განათლება;

გ) გავლილი აქვს შესაბამის სასწავლო ცენტრში მომზადების სპეციალური სწავლება, რასაც ადასტურებს მის მიერ წარმოდგენილი სწავლების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ძირითად მონაცეებს:

გ.ა) გამცემი ორგანოს დასახელება;

გ.ბ) გაცემის თარიღი;

გ.გ) სახელი, გვარი;

გ.დ) დაბადების ადგილი და თარიღი;

გ.ე) განსაზღვრება, რაზე გაიცა დოკუმენტი;

გ.ვ) ბარკოდი;

გ.ზ) ხელმოწერა (გამცემი ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენლის).

5. მოწმობის მისაღებად (შესაცვლელად) განმცხადებელმა სააგენტოს უნდა წარუდგინოს განცხადება მოწმობის მიღებაზე (შეცვლაზე), რომელსაც თან უნდა ახლდეს:

ა) პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) განმარტება  მოწმობის დაკარგვის (მოპარვის), დაზიანების ან განადგურების გარემოებათა შესახებ (მოწმობის დაკარგვის (მოპარვის), დაზიანების ან განადგურების შემთხვევაში);

გ) შესაბამისი სასწავლო ცენტრის მიერ გაცემული სწავლების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი.

6. გაცემული მოწმობების უწყებრივ რეესტრს აწარმოებს სააგენტო, ელექტრონული სახით.

მუხლი 3. მოწმობის  გაუქმების საფუძველი

მოწმობის  გაუქმების საფუძველია:

ა)  ახალი მოწმობით შეცვლა;

ბ) მოწმობის მფლობელის გარდაცვალება;

გ) მოწმობის მოქმედების ვადის გასვლა.

 მუხლი 4. მოწმობის მფლობელის ვალდებულებები

მოწმობის მფლობელი ვალდებულია:

ა)  გამოიყენოს მოწმობა მხოლოდ დანიშნულებისამებრ;

ბ) გამოიყენოს მხოლოდ თავისი მოწმობა;

გ) არ გადასცეს მოწმობა გამოყენებისათვის მესამე პირს;

დ) მოთხოვნისთანავე წარუდგინოს მოწმობა შესაბამის მაკონტროლებელ უფლებამოსილ პირებს.

მუხლი 1
დამტკიცდეს:
ა) სახიფათო ტვირთების საგზაო გადაზიდვის უსაფრთხოების საკითხებში კონსულტანტის მომზადების მოწმობის ფორმა (დანართი №1);

ბ) „სახიფათო ტვირთების საგზაო გადაზიდვის უსაფრთხოების საკითხებში კონსულტანტის მომზადების მოწმობის გაცემის წესი“ (დანართი №2).

მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 18 სექტემბრიდან.დირექტორილევან გამყრელიძე

დანართი №1

სახიფათო ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებით უსაფრთხოების საკითხებში კონსულტანტის მომზადება

მოწმობა №: ................................................................................................................................................................................. მოწმობის გამცემი სახელმწიფოს განმასხვავებელი ნიშანი: ............................................................................................ გვარი: .......................................................................................................................................................................................... სახელ(ებ)ი: ................................................................................................................................................................................. დაბადების თარიღი და ადგილი: .......................................................................................................................................... მოქალაქეობა: ............................................................................................................................................................................. მფლობელის ხელმოწერა: ........................................................................................................................................................ ძალაშია ................ -მდე იმ საწარმოებთან დაკავშირებით, რომლებიც ახდენენ სახიფათო ტვირთების გადაზიდვას, ასევე იმ საწარმოებთან დაკავშირებით, რომლებიც ახორციელებენ სათანადო გადაზიდვის, შეფუთვის, შევსების, დატვირთვისა და გადმოტვირთვის ოპერაციებს:

საავტომობილო გზით                

რკინიგზით     

შიდა საზღვაო გზით გაცემულია: ..................................................................... მიერ თარიღი: .............................................................................  ხელმოწერა: ........................................................................... დანართი №2