ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატის ფორმის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/2
სარეგისტრაციო კოდი
310010010.84.097.016018
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/01/2026
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №1-1/2

2026 წლის 9 იანვარი

ქ. თბილისი

 

ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატის ფორმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს სარკინიგზო კოდექსის 591 მუხლის მე-8 ნაწილისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2023 წლის 29 ივნისის №1-1/250 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატის ფორმა“.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორიერეკლე კეჟერაშვილი



ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატის ფორმა

მუხლი 1. ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატი

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო (შემდგომ – სააგენტო) ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატს გასცემს საქართველოს სარკინიგზო კოდექსისა და „სარკინიგზო უსაფრთხოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 22 ნოემბრის №394 დადგენილებით დამტკიცებული სარკინიგზო უსაფრთხოების წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

2. ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატის მფლობელი ვალდებულია განახორციელოს მხოლოდ ის საქმიანობა, რომელიც მითითებულია ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატში და მხოლოდ ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატით გათვალისწინებული პირობებით.

3. ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატით დასტურდება ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის ტექნიკური მომსახურების სისტემის შესაბამისობა სარკინიგზო უსაფრთხოების წესისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

4. ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატის ფორმა განისაზღვრება თანდართული დანართის შესაბამისად.

მუხლი 2. ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატის მონაცემები

1.  ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატი შედგება შემდეგი მონაცემებისგან:

ა) სააგენტოს მცირე გერბი;

ბ) ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატის დამადასტურებელი ინფორმაცია;

გ) ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატის ნომერი;

დ) ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის მონაცემები:

დ.ა) იურიდიული სახელწოდება;

დ.ბ) შემოკლებული სახელწოდება;

დ.გ)  იურიდიული მისამართი;

დ.დ) საიდენტიფიკაციო ნომერი;

დ.ე) გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი;

ე) ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატის გამცემი ორგანოს შესახებ მონაცემები:

ე.ა) სრული სახელწოდება:

ე.ბ) ქვეყანა;

ვ) ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატის ინფორმაცია:

ვ.ა) სახე (პირველადი, ვადაგაგრძელებული, განახლებული);

ვ.ბ) წინა სერტიფიკატის ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ვ.გ) მოქმედების ვადა;

ვ.დ) კომპანიის ტიპი;

ზ) ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის საქმიანობის სფერო:

ზ.ა) ინფორმაცია სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებების კატეგორიის შესახებ;

ზ.ბ) ინფორმაცია სახიფათო ტვირთების გადაზიდვისთვის საჭირო სპეციალიზებული ვაგონების შესახებ;

თ) ტექნიკური მომსახურებისათვის პასუხისმგებელი პირის  სერტიფიკატის გაცემის თარიღი;

ი) ტექნიკური მომსახურებისათვის პასუხისმგებელი პირის  სერტიფიკატის გამცემი ორგანოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერა;

კ) ტექნიკური მომსახურებისათვის პასუხისმგებელი პირის  სერტიფიკატის გამცემი ორგანოს ბეჭედი;

ლ) დამატებითი ინფორმაცია.

2. ტექნიკური მომსახურებისათვის პასუხისმგებელი პირის  სერტიფიკატის ნომერი შედგება 12 (თორმეტი) სიმბოლოსგან. პირველი ორი სიმბოლო შედგება სერტიფიკატის გამცემი სახელმწიფოს სახელწოდების აღმნიშვნელი ორი სიმბოლოსგან – „GE“, შემდეგი ორი სიმბოლო აღნიშნავს დოკუმენტის ტიპს („31“ – ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატი), შემდეგი ოთხი სიმბოლო აღნიშნავს ტექნიკური მომსახურებისათვის პასუხისმგებელი პირის  სერტიფიკატის გაცემის წელს და ბოლო ოთხი სიმბოლო აღნიშნავს ტექნიკური მომსახურებისათვის პასუხისმგებელი პირის  სერტიფიკატის ინდივიდუალურ სარეგისტრაციო ნომერს.

3. ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატზე მონაცემები დატანილია ქართულ და ინგლისურ ენებზე.

მუხლი 3. ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატის შევსებისა და გაცემის წესი

1. ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატის ფორმების შევსება წარმოებს ელექტრონული ფორმით.

2. ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატის გაცემა ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის წარმოებს უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობისა და უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე.

მუხლი 4. ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატის დამცავი ნიშნები

ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატი მოიცავს ორდონიან დამცავ ნიშანს:

ა) სააგენტოს მცირე გერბს;

ბ) სააგენტოს ორგანიზაციულ ბეჭედს.


📎 დანართები (1)
ნორმატიული-აქტი-2

დანართი

ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატი

Entity in Charge of Maintenance Certificate

სერტიფიკატით დასტურდება ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის ტექნიკური მომსახურების სისტემის შესაბამისობა სარკინიგზო უსაფრთხოების წესისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან

The certificate confirms the acceptance of the maintenance system of an Entity in Charge of Maintenance (ECM) in conformity with the requirements specified in the Railway Safety Rule and the legislation of Georgia

სერტიფიკატის ნომერი

Certificate Number


1. სერტიფიცირებული ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირი / Certified Entity in Charge of Maintenance

იურიდიული სახელწოდება/Legal title:
შემოკლებული სახელწოდება/Acronym:
იურიდიული მისამართი / Legal Address:
საიდენტიფიკაციო ნომერი / National Registration Number: გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი/ Value-added Tax Identification number-VAT No:


2. სერტიფიკატის გამცემი ორგანო / Certification Body

სრული სახელწოდება/Full Name:
ქვეყანა/ State


3. ინფორმაცია სერტიფიკატის შესახებ / Certificate information

პირველადი სერტიფიკატი/ New Certificate

ვადაგაგრძელებული სერტიფიკატი/ Renewed Certificate

განახლებული სერტიფიკატი/ Updated Certificate

წინა სერტიფიკატის ნომერი:

Number Of The Previous Certificate:

მოქმედების ვადა/ Validity
კომპანიის ტიპი / Type of company:


4.
ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის საქმიანობის სფერო / Scope of ECM activities

სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებების კატეგორია / Category of Vehicles
მოიცავს სახიფათო ტვირთების გადაზიდვისთვის საჭირო სპეციალიზებულ ვაგონებს / Covers wagons specialized in transport of dangerous goods

დიახ/Yes

არა/No


5. დამატებითი ინფორმაცია / Additional information

გაცემის თარიღი / Date issued:

ხელმოწერა / Signature: -----------------------

ბეჭედი / Stamp: