საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის გაცემის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№386
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 21/12/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №386

2010 წლის 21 დეკემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის გაცემის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“სა­ქარ­­­თველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა და „კულ­ტუ­რული მემკვიდრეობის შესახებ“საქართველოს კანონის 47-ე მუხ­ლის მე-6 პუნქტის შესაბამისად საჯარო სამართლის იური­დიულ პირს – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საა­გენ­ტოს მიენიჭოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინის­ტრა­ციულ ტერიტორიაზე არსებულ კულტურული მემკ­ვიდრეობის ძეგლზე (გარდა არქეოლოგიური, საკულტო და საფორტიფიკაციო და­­ნიშ­ნუ­ლე­ბის ობიექტებისა) სამუშაოების ნებართვის გაცემის, შეს­­რუ­ლებული სამუშაოების შუალედური და საბოლოო ანგარი­შე­ბისა და სამუშაოთა მიღების, სანებართვო პირობების კონ­ტრო­ლისა და ძეგლზე სამუშაოების სანებართვო პირობათა ცვლილე­ბე­ბის გან­ხორ­ციელების უფლებამოსილება.

მუხლი 2. კულტურული მემკ­ვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის გაცემის საკითხის განხილვის უფლებამოსილება მიე­ნიჭოს საჯა­რო სამართლის იური­დიულ პირში – აჭარის კულტუ­რული მემ­კვი­დ­რეობის დაცვის საა­გენ­ტოში შექმნილ სააგენტოს დი­რექ­ტო­რის სათათბირო ორგანოს, რომლის შემადგენლობაც მტკიც­­დება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამი­ნის­­ტროსთან შეთანხმებით.

მუხლი 3. საჯარო სამართლის იური­დიული პირი – აჭარის კულ­ტურული მემკვიდრეობის დაცვის საა­გენ­ტო ჩაითვალოს აჭა­რის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უფლებამონაცვლედ სამინისტროს მიერ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე სამუშაოების ნებართვებ­თან დაკავშირებით განხორციელებული და მიმდინარე საქმიანო­ბის ნაწილში.

მუხლი 4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №138 დადგენილება „აჭარის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სა­მი­­ნის­ტროსათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინის­ტრა­­ციულ ტერიტორიაზე არსებულ კულტურული მემკ­ვიდრეობის ძეგლ­ზე სამუშაოების ნებართვის გაცემის უფლებამოსილების მი­ნი­ჭების შესახებ“.

მუხლი 5. დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრი            ნ. გილაური