საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის უნივერსიტეტის სახედ სასწავლო უნივერსიტეტის განსაზღვრისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება№247
2010 წლის 20 აგვისტო
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის უნივერსიტეტის სახედ სასწავლო უნივერსიტეტის განსაზღვრისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ
მუხლი 1.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის უნივერსიტეტის სახედ განისაზღვროს სასწავლო უნივერსიტეტი და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – გორის უნივერსიტეტს ეწოდოს “გორის სასწავლო უნივერსიტეტი“.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გორის სასწავლო უნივერსიტეტი ჩაითვალოს “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 22 აგვისტოს №176 დადგენილებით დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის უნივერსიტეტის უფლებამონაცვლედ.
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 2 ოქტომბრის №828 ბრძანებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის უნივერსიტეტის სახედ სასწავლო უნივერსიტეტის განსაზღვრისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის უნივერსიტეტის სახედ სასწავლო უნივერსიტეტის განსაზღვრისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.08.2010.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის უნივერსიტეტის სახედ სასწავლო უნივერსიტეტის განსაზღვრისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ“?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის უნივერსიტეტის სახედ სასწავლო უნივერსიტეტის განსაზღვრისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ“ მიღებულია 20.08.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №247. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.000.000000.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის უნივერსიტეტის სახედ სასწავლო უნივერსიტეტის განსაზღვრისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.08.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის უნივერსიტეტის სახედ სასწავლო უნივერსიტეტის განსაზღვრისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ“, №247, 20.08.2010, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.08.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1025871/