,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის სახელწოდების შეცვლისა და მისთვის „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის“ სახელწოდების მინიჭების შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №217
2009 წლის 9 დეკემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის სახელწოდების შეცვლისა და მისთვის „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის“ სახელწოდების მინიჭების შესახებ
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 131 მუხლისა და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:
1. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტს შეეცვალოს სახელწოდება და ეწოდოს – „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი“.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩაითვალოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 15 თებერვლის №35 დადგენილებით დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფლებამონაცვლედ.
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 აგვისტოს №664 ბრძანებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის სახელწოდების შეცვლისა და მისთვის „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის“ სახელწოდების მინიჭების შესახებ““?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის სახელწოდების შეცვლისა და მისთვის „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის“ სახელწოდების მინიჭების შესახებ““ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.12.2009.
- როდის იქნა მიღებული „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის სახელწოდების შეცვლისა და მისთვის „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის“ სახელწოდების მინიჭების შესახებ““?
- „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის სახელწოდების შეცვლისა და მისთვის „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის“ სახელწოდების მინიჭების შესახებ““ მიღებულია 09.12.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №217. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის სახელწოდების შეცვლისა და მისთვის „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის“ სახელწოდების მინიჭების შესახებ““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.12.2009 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის სახელწოდების შეცვლისა და მისთვის „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის“ სახელწოდების მინიჭების შესახებ““, №217, 09.12.2009, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4672/