საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა ცენტრის სახელწოდების შეცვლის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა ცენტრის სახელწოდების შეცვლის შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №407
2011 წლის 28 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა ცენტრის სახელწოდების შეცვლის შესახებ
მუხლი 1. „მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად:
1. სსიპ – სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა ცენტრს ეწოდოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი ჩაითვალოს „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგიერთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ლიკვიდაციისა და მათ ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 სექტემბრის №276 დადგენილებით დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა ცენტრის უფლებამონაცვლედ.
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 18 ნოემბრის №114/ნ ბრძანებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა ცენტრის სახელწოდების შეცვლის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა ცენტრის სახელწოდების შეცვლის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.10.2011.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა ცენტრის სახელწოდების შეცვლის შესახებ“?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა ცენტრის სახელწოდების შეცვლის შესახებ“ მიღებულია 28.10.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №407. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.10.003.016567.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა ცენტრის სახელწოდების შეცვლის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.10.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა ცენტრის სახელწოდების შეცვლის შესახებ“, №407, 28.10.2011, სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.016567 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.10.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1501328/