საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოს ეროვნული სააგენტოს დაფუძნების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №388 |
|
2014 წლის 11 ივნისი ქ.თბილისი |
1. დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გარემოს ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).
2. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ.
3. სააგენტო განისაზღვროს „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაციის, ლიკვიდაციისა და ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 დეკემბრის №1061 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს უფლებამონაცვლედ.
4. სააგენტო არის საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფლებამონაცვლე ქონების ნაწილში.
5. სააგენტოს, საკუთარი უფლებამოსილებების განსახორციელებლად, სახელმწიფო ქონება გადაეცეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა უზრუნველყოს სააგენტოს დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოს ეროვნული სააგენტოს დაფუძნების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოს ეროვნული სააგენტოს დაფუძნების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.06.2014.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოს ეროვნული სააგენტოს დაფუძნების შესახებ“?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოს ეროვნული სააგენტოს დაფუძნების შესახებ“ მიღებულია 11.06.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №388. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.10.003.017995.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოს ეროვნული სააგენტოს დაფუძნების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოს ეროვნული სააგენტოს დაფუძნების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.06.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოს ეროვნული სააგენტოს დაფუძნების შესახებ“, №388, 11.06.2014, სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.017995 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.06.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2370675/