საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
26.11.2014 ბოლო ცვლილება 12.04.2018
გამომცემი ორგანო
ნომერი
№637
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.018256
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/11/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №637

2014 წლის 26 ნოემბერი

ქ.თბილისი

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ
მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს  2013 წლის 6 სექტემბრის №1016-Iს კანონის (www.matsne.gov.ge, 23/09/2013, 040030000.05.001.017075) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე:

1. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს  მმართველობის სფეროში დაფუძნდეს შემდეგი საჯარო სამართლის იურიდიული პირები:

ა) ქართული სპორტის მუზეუმი;

ბ) საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრი;

გ) ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი;

დ) საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ქართული სპორტის მუზეუმი განისაზღვროს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქართული სპორტის მუზეუმის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 3 მაისის №217 ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქართული სპორტის მუზეუმის უფლებამონაცვლედ.

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრი განისაზღვროს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 27 ოქტომბრის №851 ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის უფლებამონაცვლედ.

4. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი განისაზღვროს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ბავშვთა ფედერაციის რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 5 ნოემბრის №617 ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფლებამონაცვლედ.

5. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე განისაზღვროს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 31 ოქტომბრის №669 ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის უფლებამონაცვლედ.

6. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ განახორციელოს ამ დადგენილებით დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახელმწიფო კონტროლი, მათი დებულებების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების დანიშვნა.

მუხლი 2
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ  უზრუნველყოს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოქმედი დებულებების ამ დადგენილებასთან შესაბამისობაში მოყვანა.
მუხლი 3
ამ დადგენილების მიღება არ უკავშირდება ამავე დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოქმედი ხელმძღვანელების ან მათ თანამშრომელთა ხელახალ დანიშვნას/გადანიშვნას ან/და დებულებების ახლიდან დამტკიცებას.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.        

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

მუხლი 3🔗

ამ დადგენილების მიღება არ უკავშირდება ამავე დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოქმედი ხელმძღვანელების ან მათ თანამშრომელთა ხელახალ დანიშვნას/გადანიშვნას ან/და დებულებების ახლიდან დამტკიცებას.

მუხლი 4🔗

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.        პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 12.04.2018.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ“?
„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ“ მიღებულია 26.11.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №637. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.10.003.018256.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 12.04.2018-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.04.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ“, №637, 26.11.2014, სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.018256 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.04.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2590444/