,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ბავშვთა ფედერაციის რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის შექმნის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
05.11.2007 ძალადაკარგული 14.01.2015
გამომცემი ორგანო
ნომერი
№617
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.08.002.004567
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 157, 07/11/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №617

2007 წლის 5 ნოემბერი

 ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ბავშვთა ფედერაციის რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის    შექმნის შესახებ

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად რეორგანიზებულ იქნეს „საქართველოს ბავშვთა  ფედერაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 14 აპრილის №139 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ბავშვთა ფედერაცია და მის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი (შემდეგში – ცენტრი).

2. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (გ. გაბაშვილი) განახორციელოს:

ა) ცენტრის სახელმწიფო კონტროლი;

ბ) ცენტრის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.

3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (გ. არველაძე) უზრუნველყოს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს წინადადების საფუძველზე ცენტრისათვის შესაბამისი ქონების კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა.

4. ამ ბრძანებულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დებულების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ბავშვთა ფედერაციის შესახებ“  საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 14 აპრილის №139 ბრძანებულება.

5. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი