საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ლიკვიდაციისა და აღნიშნულთან დაკავშირებით „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 ნოემბრის №637 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №33 |
|
2015 წლის 3 თებერვალი ქ. თბილისი |
ა) ლიკვიდირებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე (შემდგომში - სასახლე);
ბ) საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ 2015 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს სასახლის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული, კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი;
ბ) პირველი მუხლის მე-5 პუნქტი.
ა) სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისათვის სასახლის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონებისა (ქ. თბილისში, რუსთაველის გამზ. №6-ში მდებარე 25201 კვ.მ მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი - 01.15.05.064.010), და მოძრავი ნივთების გადაცემა, შემდგომში სასახლის ქონების ბაზაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული მსგავსი პროფილის დაწესებულებისათვის გადასაცემად;
ბ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ წარდგენილი წინადადების საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისათვის შესაბამისი თანხების გამოყოფა, შემდგომში სასახლის ქონების ბაზაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული მსგავსი პროფილის დაწესებულების ფუნქციონირების მიზნით.
|