საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
13.03.2014 ბოლო ცვლილება 10.07.2020
გამომცემი ორგანო
ნომერი
№227
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.017847
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/03/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება № 227

2014 წლის 13 მარტი

ქ.თბილისი

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნების შესახებ
მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (www.matsne.gov.ge, 23/09/2013, 040030000.05.001.017075) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:

1. დაფუძნდეს:

ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დანაშაულის პრევენციის ცენტრი;

ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – იუსტიციის სახლი;

გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ,,სმართ ლოჯიქი“ (SMART LOGIC);

დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს საკანონმდებლო მაცნე;

ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დანაშაულის პრევენციის ცენტრი განისაზღვროს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 4 სექტემბრის №779 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრის სამართალმემკვიდრედ.

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – იუსტიციის სახლი განისაზღვროს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 2 აგვისტოს №661 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის სამართალმემკვიდრედ.

4. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ,,სმართ ლოჯიქი“ (SMART LOGIC) განისაზღვროს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სმართ ლოჯიქის“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 15 თებერვლის №106 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,სმართ ლოჯიქის“ (SMART LOGIC) სამართალმემკვიდრედ.

5. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს საკანონმდებლო მაცნე განისაზღვროს „საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან საქართველოს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ შექმნის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1998 წლის 29 სექტემბრის №157 ბრძანებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“  სამართალმემკვიდრედ.

6. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი განისაზღვროს „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 19 აპრილის №50 ბრძანებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის სამართალმემკვიდრედ.

7. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

მუხლი 2
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა უზრუნველყოს ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების დებულებების დამტკიცება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
მუხლი 2
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა უზრუნველყოს ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების დებულებების დამტკიცება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.07.2020.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნების შესახებ“?
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნების შესახებ“ მიღებულია 13.03.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №227. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.10.003.017847.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 10.07.2020-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.07.2020 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნების შესახებ“, №227, 13.03.2014, სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.017847 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.07.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2279772/