საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრის შექმნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №779
2012 წლის 4 სექტემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრის შექმნის შესახებ
1. საქართველო ში დანაშაულის პრევენციის, კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის , მოწმეებსა და დაზარალებულებზე ზრუნვის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროში საგრანტო პროგრამის კოორდინაციისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სხვა სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე პროექტების განხორციელების მიზნით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ქვეპუნქტის შესაბამისად, შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრი(შემდეგში – პროგრამების ცენტრი).
2 . პროგრამების ცენტრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელ ე ბს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მის სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს პროკურატურის მეშვეობით.
3 . საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ „საქართველოს2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით მისთვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს პროგრამების ცენტრის ფინანსური უზრუნველყოფა.
4 . საქართველოს იუსტიციის მინისტრმა უზრუნველყოს:
ა)პროგრამების ცენტრის დებულების დამტკიცება;
ბ)პროგრამების ცენტრის დირექტორის დანიშვნა;
გ)პროგრამების ცენტრის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების განსაზღვრა.
5 . პროგრამების ცენტრის მიერ განსახორციელებელი ცალკეული სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე პროექტების ეფექტიანი კოორდინაციისა და მონიტორინგის მიზნით სხვა სახელმწიფო უწყებებმა და ორგანიზაციებმა უზრუნველყო ნ პროგრამების ცენტრისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება და ყოველმხრივი მხარდაჭერა.
6 . ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრის შექმნის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრის შექმნის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.12.2012.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრის შექმნის შესახებ“?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრის შექმნის შესახებ“ მიღებულია 04.09.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №779. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.08.002.016630.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრის შექმნის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 10.12.2012-დან.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრის შექმნის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.12.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრის შექმნის შესახებ“, №779, 04.09.2012, სარეგისტრაციო კოდი 040030000.08.002.016630 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.12.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1736313/