,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის შექმნის შესახებ”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
29.10.2004 ბოლო ცვლილება 17.03.2006
გამომცემი ორგანო
ნომერი
№476
სარეგისტრაციო კოდი
010.030.000.008.002.003
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 122, 29/10/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №476

2004 წლის 29 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის შექმნის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. ქ. თბილისის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული სასწავლებლის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელი.

2. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (გ. გაბაშვილი) და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (კ. ლომაია) უზრუნველყონ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.                     

3. სასწავლებლის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ.

4. სასწავლებელს უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაეცეს ქ. თბილისში, გ. ჩუბინაშვილის ქუჩა №49-ში მდებარე შენობა.

5. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (კ. ბენდუქიძე) ბრძანებულების გამოქვეყნებიდან ერთი თვეში ამ ბრძანებულების მე-4 პუნქტის შესაბამისად უზრუნველყოს სასწავლებელთან სათანადო ხელშეკრულების გაფორმება.

მ. სააკაშვილი