„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმნის ბიუროს შექმნის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №623
2006 წლის 20 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმნის ბიუროს შექმნის შესახებ
საერთაშორისო ხელშეკრულებების უცხოური ტექსტების თარგმნის მიზნით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმნის ბიურო (შემდეგში – ბიურო).
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (გ. ბეჟუაშვილი):
ა) განახორციელოს ბიუროს სახელმწიფო კონტროლი;
ბ) უზრუნველყოს ბიუროს დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.
3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) უზრუნველყოს ბიუროსათვის სახელმწიფო ქონების გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მ. სააკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმნის ბიუროს შექმნის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმნის ბიუროს შექმნის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.10.2006.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმნის ბიუროს შექმნის შესახებ“?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმნის ბიუროს შექმნის შესახებ“ მიღებულია 20.10.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №623. სარეგისტრაციო კოდი — 040.030.000.08.002.004.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმნის ბიუროს შექმნის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.10.2006 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმნის ბიუროს შექმნის შესახებ“, №623, 20.10.2006, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.004 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.10.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/99136/