,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ ,,დელტას” შექმნის შესახებ”

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№394
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.08.002.003
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 67, 02/06/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №394

2005 წლის 30 მაისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული  პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას” შექმნის შესახებ

ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და სახელმწიფო უშიშროების უზრუნველყოფაში სამხედრო დანიშნულების სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების სპეციფი კ ურობისა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების გათვალისწინებით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. საქართველოს პრეზიდენტის გამგებლობაში მყოფ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ და მის შემადგენლობაში მყოფ ავტომატური სისტემების სამეცნიერო-კველვით ინსტიტუტ „სხივის“ ბაზაზე, პროფილის შენარჩუნებით, შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი ,,დელტა“.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის „დელტას“ საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (ირ. ოქრუაშვილი).

3. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (ირ. ოქრუაშვილი) ერთი თვის ვადაში შეიმუშაოს და დაამტკიცოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ დებულება და დანიშნოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი.

4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ალ. ალექსიშვილი) უზრუნველყოს სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ და მის შემადგენლობაში მყოფ ავტომატური სისტემების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტ „სხივის“ სარგებლობაში არსებული ქონების, მათ შორის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ქონების, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტასათვის“ უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემა.

5. ამ ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და სახელმწიფო უშიშროების სფეროში საქმიანობის კოორდინაცია დაევალოს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივ საუწყებათაშორისო კომისიას.

6. ბრძანებულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ ,,დელტას” შექმნის შესახებ”“?
დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ ,,დელტას” შექმნის შესახებ”“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.05.2005.
როდის იქნა მიღებული „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ ,,დელტას” შექმნის შესახებ”“?
„,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ ,,დელტას” შექმნის შესახებ”“ მიღებულია 30.05.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №394. სარეგისტრაციო კოდი — 040.030.000.08.002.003.
სად არის „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ ,,დელტას” შექმნის შესახებ”“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.05.2005 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ ,,დელტას” შექმნის შესახებ”“, №394, 30.05.2005, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.003 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.05.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/95098/