,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 27 თებერვლის №176 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№339
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.08.002.004
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 93, 01/07/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

  სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.004

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №339

2008 წლის 28 ივნისი

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 27 თებერვლის №176 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ,,სახელმწიფო თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის 81 მუხლის გათვალისწინებით, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 27 თებერვლის №176 ბრძანებულებაში (სსმ III, 2006 წ., №27, მუხ. 314) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციამ (დ. სანაკოევი):

ა) უზრუნველყოს თეატრის დებულების (წესდების) დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა;

ბ) განახორციელოს თეატრის სახელმწიფო კონტროლი.“.

2. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (ნ. ვაჩეიშვილი) და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციამ ამ ბრძანებულების ამოქმედებასთან დაკავშირებით უზრუნველყონ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი