,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1358
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.034.009.594
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 160, 29/11/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.034.009.594

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №1368

2006 წლის 22 ნოემბერი

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული   პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის ,,ა“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებაში (სსმ III, 2005 წ., №34, მუხ. 344) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დებულების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე უფლებამოსილია:

ა) გამოსცეს ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტები, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა დეპარტამენტის ყველა თანამშრომლისთვის;

ბ) დეპარტამენტის სახელით გახსნას და დახუროს ანგარიშები ბანკში;

გ) პირადი ხელმოწერით დაადასტუროს სამსახურებრივი დოკუმენტაცია;

დ) დაამტკიცოს საშტატო ნუსხა და განსაზღვროს სახელფასო განაკვეთები;

ე) დანიშნოს და გაათავისუფლოს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, გარდა ამ დებულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;

ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიანიჭოს უმცროსი და მორიგი საშუალო სპეციალური წოდებები;

თ) შექმნას ტერიტორიული და სხვა დანაყოფები;

ი) დამოუკიდებლად გადაწყვიტოს საფინანსო-სამეურნეო და სახელშეკრულებო საქმიანობის საკითხები;

კ) სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე უშუალოდ ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილმა პირმა დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების თანამშრომლებს დააკისროს დროებით არმყოფი მოსამსახურის მოვალეობის შესრულება.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მერაბიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.11.2006.
როდის იქნა მიღებული „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
„,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 22.11.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1358. სარეგისტრაციო კოდი — 040.030.000.22.034.009.594.
სად არის „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.11.2006 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №1358, 22.11.2006, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.034.009.594 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.11.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/67780/