„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 აპრილის №357 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.010.689
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №566
2007 წლის 31 ივლისი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 აპრილის №357 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 აპრილის №357 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 2.04.2006 წ., №58, მუხ. 768) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) დებულების პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში შეტანილ იქნეს ცვლილებები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ცენტრი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „ზოგადი განათლების შესახებ“, „პროფესიული განათლების შესახებ“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.
3. ცენტრი ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში და წესით.“;
ბ) დებულების მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) შეიმუშავებს და სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს ეროვნულ სასწავლო გეგმას;“;
გ) დებულების მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) კონსულტაციას უწევს სამინისტროს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით;“;
დ) დებულების მე-3 მუხლს დაემატოს „უ1“ და „უ2“ ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„უ1) შეიმუშავებს და სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს სახელობო საგანმანათლებლო სტანდარტისა და სტანდარტული სახელობო საგანმანათლებლო პროგრამებს;
„უ2) სხვა პირების მიერ სტანდარტული სახელობო საგანმანათლებლო პროგრამის პროექტის შემუშავების შემთხვევაში ადგენს პროექტის შესაბამისობას სახელობო საგანმანათლებლო სტანდარტთან და გასცემს შესაბამის დასკვნას.“.
2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ლომაია
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 აპრილის №357 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 აპრილის №357 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 31.07.2007.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 აპრილის №357 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 აპრილის №357 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 31.07.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №566. სარეგისტრაციო კოდი — 040.030.000.22.022.010.689.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 აპრილის №357 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 აპრილის №357 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.07.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 აპრილის №357 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“, №566, 31.07.2007, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.010.689 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.07.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/72286/