,,საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №30 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№310
სარეგისტრაციო კოდი
040.030.010.22.022.010.317
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 66, 14/05/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.010.22.022.010.317

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №310

2007 წლის 2 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს  წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა  და რეგისტრაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების  თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №30 ბრძანებით  დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №30 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 23.01.2006 წ., №8, მუხ. 77) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება: 

ა) ბრძანების პრეამბულაში შეტანილ იქნეს დამატება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სამეურვეო საბჭოების არჩევნების უზრუნველყოფის მიზნით, ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „შ“ ქვეპუნქტის,  39-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე და 59-ე მუხლის პირველი პუნქტის შესასრულებლად,  ვბრძანებ:“;

ბ) ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სკოლის დირექტორი/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი (შემდგომში – დირექტორი);“;

გ) ბრძანებით დამტკიცებული დებულების 38-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მოსწავლე, რომლის წარმომადგენლადაც ის ითვლება, გაირიცხა/ამოირიცხა სკოლიდან ან პედაგოგიური საბჭოს წარმომადგენელს შეუწყდა სკოლასთან შრომითი ურთიერთობა.“;

დ) ბრძანებით დამტკიცებული დებულების 41-ე მუხლის მე-3 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული არც ერთი პირი აღარ შეესაბამება სამეურვეო საბჭოს შესაბამისი კატეგორიის წევრობის კანდიდატისათვის წაყენებულ მოთხოვნებს ან თუ არ არსებობს პირი, რომელიც მონაწილეობას ღებულობდა სამეურვეო საბჭოს შესაბამისი კატეგორიის წევრის არჩევნებში,  ტარდება რიგგარეშე არჩევნები. ასეთ შემთხვევაში სამეურვეო საბჭოს წევრი აირჩევა მხოლოდ უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის დარჩენილი ვადით.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №30 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ““?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №30 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ““ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 02.05.2007.
როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №30 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ““?
„,,საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №30 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ““ მიღებულია 02.05.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №310. სარეგისტრაციო კოდი — 040.030.010.22.022.010.317.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №30 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ““-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №30 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ““-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.05.2007 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №30 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ““, №310, 02.05.2007, სარეგისტრაციო კოდი 040.030.010.22.022.010.317 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.05.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/70594/