„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 ნოემბრის №1106 ბრძანებაში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№3
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.022.012.618
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 4, 14/01/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.012.618

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების

მინისტრის ბრძანება №03

2009 წლის 6 იანვარი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 ნოემბრის №1106 ბრძანებაში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,მ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 ნოემბრის №1106 ბრძანებით (სსმ III, 28.11.2007 წ., №168, მუხ. 1863) დამტკიცებულ წესდებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის დამატება და ცვლილებები:

ა) წესდების 66-ე მუხლის მე-5 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძვლებია:

ა) აკადემიურ შვებულებაში გასვლა:

ბ) უცხო ქვეყანაში სასწავლებელად წასვლა (არა უმეტეს სამი წლის ვადით);

გ) სტუდენტსა და უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, მაგრამ არა უმეტეს სამი სემესტრისა, სწავლის საფასურის გადაუხდელობა;

დ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემთხვევები.“;

ბ) წესდების 66-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-51მუხლი:

,,51. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სტუდენტს სტატუსი უჩერდება არა უმეტეს ერთი წლის ვადით. ამ ვადის გასვლის შემდეგ, სტუდენტი ვალდებულია დაფაროს სწავლის საფასურის დავალიანება, განახორციელოს პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო კურსების/მოდულების შერჩევა და აიღოს ვალდებულება შესაბამისი კრედიტების დაგროვებაზე. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში სტუდენტს უწყდება სტუდენტის სტატუსი ამ მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილი საფუძვლით.“;

გ) შევიდეს ცვლილება წესდების 66-ე მუხლის მე-6 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის ვადის ამოწურვისთანავე სტუდენტს უწყდება სტუდენტის სტატუსი. გამონაკლისი შეიძლება დაშვებულ იქნეს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით. სტუდენტს სტატუსი შეიძლება შეუწყდეს აგრეთვე შემდეგ შემთხვევებში:

ა) პირადი განცხადების საფუძველზე;

ბ) გარდაცვალებისას;

გ) აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული შესაბამისი სასწავლო პროგრამების განხორციელების წესის მოთხოვნათა დარღვევისას;

დ) უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად სწავლის საფასურის სამ სემესტრზე მეტი ხნის განმავლობაში გადაუხდელობისას;

ე) უნივერსიტეტთან სტუდენტის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისას;

ვ) სტუდენტის/მისი კანონიერი წარმომადგენლის მხრიდან სტუდენტთა რეესტრში რეგისტრაციისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული საჭირო დოკუმენტაციის წარმოუდგენლობისას (პირადობის მოწმობის, ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის და ა.შ. წარმოუდგენლობა);

ზ) უნივერსიტეტის შინაგანაწესით, ეთიკის კოდექსით, ფაკულტეტის დებულებით და კანონმდებლობით დადგენილი სხვა საფუძვლებით“;

დ) შევიდეს ცვლილება წესდების 66-ე მუხლის მე-7 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით რექტორი, კანონმდებლობით განსაზღვრული საფუძვლების არსებობისას, გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გვარამია