“საჯარო სამართლის იურიდიული პირის "ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის" წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 18 აგვისტოს №411 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№856
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.022.009.464
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 142, 16/10/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.009.464

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №856

2006 წლის 11 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის“ წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2005 წლის 18 აგვისტოს №411 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის #37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინის-ტრირების სკოლის“ წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 18 აგვისტოს №411 ბრძანებაში (სსმ III, 19.08.05 წ., №97, მუხ. 1096) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) წესდების მე-8 მუხლის 1-ლ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სკოლის მიმდინარე საქმიანობას წარმართავს სკოლის დირექტორი, რომელსაც 4 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.“.

ბ) წესდების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და დამატება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით“:

„ბ) დებს შრომით ხელშეკრულებებს სკოლის თანამშრომლებთან და ღია კონკურსის საფუძველზე ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადით სამსახურში აჰყავს სკოლის მასწავლებლები. სამეთვალყურეო საბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებით ქმნის საკონკურსო კომისიას;“;

გ) წესდების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;“;

დ) წესდების მე-8 მუხლს დაემატოს მე-7 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სკოლის დირექტორი დანიშვნიდან 2 კვირის ვადაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში წარმოადგენს შესათანხმებლად დირექტორის მოადგილის კანდიდატურას.“.

ე) წესდების მე-8 მუხლს დაემატოს მე-8 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. სკოლის დირექტორის მოადგილის კომპეტენცია განისაზღვრება სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

ვ) წესდების მე-8 მუხლს დაემატოს მე-9 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. სკოლის ახალი დირექტორის დანიშვნა იწვევს სკოლის დირექტორის მოადგილის უფლებამოსილების შეწყვეტას.“.

ზ) წესდების მე-9 მუხლის 1-ლ პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სკოლის მართვის მიზნით 4 წლის ვადით იქმნება სამეთვალყურეო საბჭო 7 წევრის შემადგენლობით, რომლებსაც ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა “საჯარო სამართლის იურიდიული პირის "ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის" წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 18 აგვისტოს №411 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება “საჯარო სამართლის იურიდიული პირის "ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის" წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 18 აგვისტოს №411 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ" ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.10.2006.
როდის იქნა მიღებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის "ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის" წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 18 აგვისტოს №411 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"?
“საჯარო სამართლის იურიდიული პირის "ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის" წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 18 აგვისტოს №411 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ" მიღებულია 11.10.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №856. სარეგისტრაციო კოდი — 040.030.000.22.022.009.464.
რომელი დოკუმენტები უთითებენ “საჯარო სამართლის იურიდიული პირის "ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის" წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 18 აგვისტოს №411 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის “საჯარო სამართლის იურიდიული პირის "ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის" წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 18 აგვისტოს №411 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.10.2006 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება “საჯარო სამართლის იურიდიული პირის "ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის" წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 18 აგვისტოს №411 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ", №856, 11.10.2006, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.009.464 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.10.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/67294/