,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №31 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.010.000.22.022.011.528
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №131
2008 წლის 19 თებერვალი
ქ. თბილისი
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №31 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-5 პუნქტის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტისა და მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №31 ბრძანებით (სსმ III, 23.01.2006 წ., №8, მუხ. 78) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
ა) დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „მ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„მ1) წყვეტს მის სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული მაღალმთიანი რეგიონებისა და მცირეკონტინგენტიანი სკოლების დირექტორებისათვის, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აქვთ პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების უფლება, შესაბამისი საპატიო მიზეზის არსებობისას გამონაკლისის სახით, შესაბამისი ანაზღაურებით, იმავე სკოლაში მასწავლებლის სრული პედაგოგიური დატვირთვის მესამედზე ზევით პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების საკითხს;“;
ბ) დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს „ე1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„ე1) გასცემს თანხმობებს მის სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული მაღალმთიანი რეგიონებისა და მცირეკონტინგენტიანი სკოლების დირექტორებისათვის, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აქვთ პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების უფლება, შესაბამისი საპატიო მიზეზის არსებობისას გამონაკლისის სახით, შესაბამისი ანაზღაურებით, იმავე სკოლაში მასწავლებლის სრული პედაგოგიური დატვირთვის მესამედზე ზევით პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების საკითხზე;“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ნოდია