„საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის ნორმატივის – ადამიანური რესურსების ნორმატივის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 27 ივლისის №727 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№813
სარეგისტრაციო კოდი
430.050.000.22.022.012.212
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 144, 01/10/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.050.000.22.022.012.212

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების

მინისტრის ბრძანება №813

2008 წლის 25 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის ნორმატივის – ადამიანური რესურსების ნორმატივის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 27 ივლისის №727 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტ ებ ის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ,,საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის ნორმატივის – ადამიანური რესურსების ნორმატივის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 27 ივლისის №727 ბრძანებაში (სსმ III, 02.08.06. №102, მუხ. 1382) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

ა) ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საქართველოს საჯარო სკოლებში 2008–2009 სასწავლო წელს პირველ, მე-2, მე-3 და მე-4 კლასებში მოსწავლეთა რეკომენდებული რაოდენობა განისაზღვროს 25, ხოლო მაქსიმალური – 30 მოსწავლით.“;

ბ) ბრძანებას დაემატოს 11 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,11. პირველი პუნქტით დადგენილი მოსწავლეთა რეკომენდებული მაქსიმალური რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს არა უმეტეს 45 მოსწავლემდე იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს საჯარო სკოლას სწავლის გაგრძელების მიზნით მიმართავენ პირები, რომლებიც 2008 წელს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შედეგად განხორციელებული საომარი მოქმედებების შედეგების გამო ვერ ახ ე რხებენ სწავლის გაგრძელებას იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, სადაც სწავლობდნენ საომარი მოქმედებების განხორციელებამდე.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ნოდია