„ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 6 ივლისის №265 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№369
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.05.002.003
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 95, 31/08/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №369

2004 წლის 1 სექტემბერი

ქ. თბილისი

„ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 6 ივლისის №265 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის საქმიანობის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად:

1. „ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 6 ივლისის №265 ბრძანებულებაში (სსმ III, №73, 06.07.01, მუხ. 523) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) ამოღებულ იქნეს მე-2 პუნქტი და ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის დებულება“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (გ. გაბაშვილი) უმოკლეს ვადაში:

ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის დებულების დამტკიცება და ხელმძღვანელ პირებთან შრომითი ხელშეკრულებების დადება;

ბ) შეიმუშაოს და წარმოადგინოს წინადადებები ბალეტის განვითარების საპრეზიდენტო პროგრამასთან დაკავშირებით და დასახოს მისი განხორციელების ღონისძიებები.“;

გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი) წლიური საბიუჯეტო კანონის პროექტის შედგენისას თეატრის მიერ წარმოდგენილი ხარჯთა ნუსხისა და სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების მიხედვით განსაზღვროს ოპერის თეატრისათვის საჭირო ასიგნებანი (მათ შორის,სადადგმო, საგასტროლო, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობე­სებისათვის საჭირო ხარჯები), უზრ უ ნველყოს საბალეტო ხელოვნები­სათვის და საოპერო ხელოვნებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ფინანსური სახსრების ცალ-ცალკე სტრიქონებად გამოყოფა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს ასიგნებათა ფარგლებში.“.

2. ამ ბრძანებულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს „ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანების ძალაში შესვლისთანავე.

3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი