„ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლების/პანსიონატების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 ივლისის №585 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №51
2009 წლის 6 თებერვალი
ქ. თბილისი
„ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლების/პანსიონატების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 ივლისის №585 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლების/პანსიონატების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 ივლისის №585 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №84, მუხლი 916) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) ბრძანებულებიდან ამოღებულ იქნეს მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი;
ბ) ბრძანებულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) „სენაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება“;“;
გ) ბრძანებულების მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) „ქუთაისის ცერებრული დამბლით დაავადებულ ბავშვთა დღის ცენტრი“;“;
დ) ბრძანებულების მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:
„ვ) „მახინჯაურის ჩვილ ბავშვთა სახლი“.“;
ე) ბრძანებულების მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:
„ი) შპს „ბავშვთა სავანე“ – სარეაბილიტაციო მკურნალობის საავადმყოფო.“;
ვ) ბრძანებულების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინადადების საფუძველზე უზრუნველყოს ამ ბრძანებულების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კერძო სამართლის იურიდიული პირების, გარდა ამავე პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კერძო სამართლის იურიდიული პირის (შპს „ბავშვთა სავანეს“ – სარეაბილიტაციო მკურნალობის საავადმყოფოს) ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების გადაცემა ამ ბრძანებულების პირველი პუნქტითა და მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის.“;
ზ) ბრძანებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
„41. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინადადების საფუძველზე უზრუნველყოს ამ ბრძანებულების მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კერძო სამართლის იურიდიული პირის – შპს „ბავშვთა სავანეს“ – სარეაბილიტაციო მკურნალობის საავადმყოფოს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების გადაცემა ამ ბრძანებულების მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის.“;
თ) ბრძანებულების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ბრძანებულების პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ.“;
ი) ბრძანებულების მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დაამტკიცოს ბრძანებულების მე-5 პუნქტის შესაბამისად სახელმწიფო კონტროლის ქვეშ მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირების დებულებები და დანიშნოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლების/პანსიონატების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 ივლისის №585 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლების/პანსიონატების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 ივლისის №585 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 06.02.2009.
- როდის იქნა მიღებული „ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლების/პანსიონატების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 ივლისის №585 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“?
- „ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლების/პანსიონატების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 ივლისის №585 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 06.02.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №51. სარეგისტრაციო კოდი — 040.030.000.08.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლების/პანსიონატების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 ივლისის №585 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლების/პანსიონატების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 ივლისის №585 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.02.2009 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლების/პანსიონატების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 ივლისის №585 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“, №51, 06.02.2009, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.02.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/104488/