„ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლების/პანსიონატების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 ივლისის №585 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№974
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.08.002.
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 159, 30/12/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №974

2009 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლების/პანსიონატების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 ივლისის №585 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და მზრუნ-ველობას მოკლებულ ბავშვთა სახლების/პანსიონატების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 ივლისის №585 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №84, მუხ. 916) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ამოღებულ იქნეს ბრძანებულების პირველი და მე-2 პუნქტები;

ბ) ბრძანებულების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინადადების საფუძველზე უზრუნველყოს ამ ბრძანებულების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კერძო სამართლის იურიდიული პირების, გარდა ამავე პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კერძო სამართლის იურიდიული პირის (შპს „ბავშვთა სავანეს“ – სარეაბილიტაციო მკურნალობის საავადმყოფოს) შესაბამისი ქონების გადაცემა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ხანდაზმულთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მომსახურების სააგენტოსათვის.“;

გ) ბრძანებულების 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„41. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინადადების საფუძველზე უზრუნველყოს ამ ბრძანებულების მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალის-წინებული კერძო სამართლის იურიდიული პირის – შპს „ბავშვთა სავანეს“ – სარეაბილიტაციო მკურნალობის საავადმყოფოს შესაბამისი ქონების გადაცემა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ხანდაზმულთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მომსახურების სააგენტოსათვის.”;

დ) ამოღებულ იქნეს ბრძანებულების მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტები.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.

მ. სააკაშვილი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლების/პანსიონატების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 ივლისის №585 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლების/პანსიონატების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 ივლისის №585 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.12.2009.
როდის იქნა მიღებული „ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლების/პანსიონატების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 ივლისის №585 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
„ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლების/პანსიონატების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 ივლისის №585 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 30.12.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №974. სარეგისტრაციო კოდი — 040.030.000.08.002..
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლების/პანსიონატების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 ივლისის №585 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლების/პანსიონატების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 ივლისის №585 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.12.2009 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლების/პანსიონატების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 ივლისის №585 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, №974, 30.12.2009, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002. (კონსოლიდირებული რედაქცია 30.12.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/106588/