„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფონდ „ირმის ნახტომის“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 7 ივნისის №463 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №578
2008 წლის 4 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფონდ „ირმის ნახტომის“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 7 ივნისის №463 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად:
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფონდ „ირმის ნახტომის“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 7 ივნისის №463 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №69, მუხ. 740) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ფონდ „ირმის ნახტომს“ შეეცვალოს სახელწოდება და ბრძანებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს შექმნის შესახებ“;
ბ) ბრძანებულების პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო (შემდეგში – სააგენტო).
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს სააგენტოს დებულების დამტკიცება, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა და სახელმწიფო კონტროლის განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს ამ ბრძანებულებით დაფუძნებული სააგენტოსათვის სათანადო ქონების გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2009 წლის 1 იანვარს.
მ. სააკაშვილი