„საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 აგვისტოს №462 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№203
სარეგისტრაციო კოდი
120090000.08.002.016460
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/03/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №203

2012 წლის 14 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“საქართველოს პრეზიდენტის  2007 წლის 8 აგვისტოს №462ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის მე-20მუხლის შესაბამისად, „საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 აგვისტოს №462ბრძანებულებით (სსმIII,2007 წ.,№113,მუხ.1251) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და მე-5მუხლის მე-2პუნქტის:

ა)„ყ.ბ“,„ყ.გ“და„ყ.დ“ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ყ.ბ)ვეტერანთა რეაბილიტაციის, პროფესიული ორიენტაციისა და მომზადების (გადამზადების) სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების, აგრეთვე ომის ვეტერანებთან დაკავშირებული საერთაშორისო პროგრამების მოძიება-განხორციელების ხელშეწყობას, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ღონისძიებების ხელშეწყობის პერსპექტივების განსაზღვრას;

ყ.გ)ვეტერანთა მიმართ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობას;

ყ.დ)„ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“საქართველოს კანონით, „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“საქართველოს კანონითა და სხვა შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული პირების აღრიცხვას, ერთიანი კომპიუტერული მონაცემთა ბაზის შექმნას, მოქმედი კანონ მ დებლობით გათვალისწინებული ვეტერანის მოწმობების დამზადების უზრუნველყოფასა და გაცემას;“;

ბ) „ყ.ვ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ყ.ვ)ომის მონაწილე ხანდაზმული, მარტოხელა ვეტერანების საპატრონაჟო ღონისძიებებისა და მათი მოხუცთა თავშესაფარში მოთავსების ორგანიზებას; სამშობლოს დაცვისას დაღუპულ, აგრეთვე ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავსაყოფად გაწეული მუშაობის კოორდინაციასა და მონიტორინგს;“;

გ)„ყ.კ“,„ყ.ლ“და„ყ.მ“ქვეპუნქტ ები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ყ.კ)ვეტერანთა სამედიცინო დახმარების, სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ საინფორმაციო-ანალიტიკური მიმოხილვებისა და მოხსენებების მომზადებას და ამ მიზნით მიღებული ინფორმაციის დამუშავებას;

ყ.ლ)დეპარტამენტის ამოცანების განხორციელებისათვის საინფორმაციო ცნობარის, ჟურნალის, ბუკლეტების დაბეჭდვის უზრუნველყოფას კომპეტენციის ფარგლებში;

ყ.მ)კანონმდებლობით დადგენილი წესით ვეტერანების სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების მიზნით წარდგინების მომზადებასა და შესაბამისი ქვედანაყოფისათვის გადაცემას;“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი