„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№399
სარეგისტრაციო კოდი
120.010.000.05.002.002
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 111, 05/08/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №399

2008 წლის 5 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებით (სსმ III, 2004 წ., №38, მუხ. 308) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

ა) დებულების მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:

„კ) რესურსების მართვისა და კონტროლის დეპარტამენტი.“;

ბ) დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:

„კ) რესურსების მართვისა და კონტროლის დეპარტამენტი:

კ.ა) აწარმოებს სამინისტროს მიერ განსახორციელებელი შესყიდვების საქართველოს შეიარაღებული ძალების არსებულ მოთხოვნილებებთან შესაბამისობის ანალიზს;

კ.ბ) ახორციელებს თავდაცვის სისტემის განვითარებისათვის მიმართული რესურსების გამოყენების ეფექტიანობის ანალიზსა და კონტროლს;

კ.გ) აწარმოებს შესაძენი საშუალებების ნატოს სტანდარტებთან, საქართველოს თავდაცვის სისტემის სტრატეგიული მიმოხილვის ამოცანებთან თავსებადობის ანალიზს;

კ.დ) უზრუნველყოფს დაგეგმილი შესყიდვების სასიცოცხლო ციკლის და ეკონომიკური მიზანშეწონილობის ანალიზს;

კ.ე) უზრუნველყოფს თავდაცვის რესურსების ეფექტიანად განკარგვისათვის საჭირო მონაცემთა ბაზის შექმნას, სისტემატურ განახლებასა და ანალიზს.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე“?
დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 05.08.2008.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე“?
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 05.08.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №399. სარეგისტრაციო კოდი — 120.010.000.05.002.002.
სად არის „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.08.2008 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე“, №399, 05.08.2008, სარეგისტრაციო კოდი 120.010.000.05.002.002 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.08.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/103492/