„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№561
სარეგისტრაციო კოდი
120.010.000.08.
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 108, 02/09/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №561

2009 წლის 1 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებით (სსმ III, 2004 წ., №38, მუხ. 308) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილება:

ა) დებულების მე-5 მუხლს დაემატოს „ო“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ო) ანალიტიკური დეპარტამენტი.“;

ბ) დებულების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „გ.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ვ) საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ფუნქციაა სამინისტროს საზოგადოებასთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის უზრუნველყოფა;“;

გ) დებულების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს „ო“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ო) ანალიტიკური დეპარტამენტი ახორციელებს საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში თავდაცვის სფეროში არსებული და საპროგნოზო ვითარების, გამოწვევებისა და საფრთხეების ანალიზს პოლიტიკურ-სტრატეგიული, საფინანსო-ეკონომიკური და სამხედრო-ტექნიკური თვალსაზრისით.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე“?
დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 01.09.2009.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე“?
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 01.09.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №561. სარეგისტრაციო კოდი — 120.010.000.08..
სად არის „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.09.2009 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე“, №561, 01.09.2009, სარეგისტრაციო კოდი 120.010.000.08. (კონსოლიდირებული რედაქცია 01.09.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/105562/