„სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის მოსაპოვებლად ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების მიერ შემუშავებული პროექტების კონკურსის ჩატარების ვადის, წესისა და პირობების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№41
სარეგისტრაციო კოდი
040040040.22.055.015117
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 108, 31/08/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.040.040.22.055.015.117

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა   მინისტრის

ბრძანება№41

2010 წლის 30 აგვისტო

ქ. თბილისი

„სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის მოსაპოვებლად ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების მიერ შემუშავებული პროექტების კონკურსის ჩატარების ვადის, წესისა და პირობების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის მოსაპოვებლად ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების მიერ შემუშავებული პროექტების კონკურსის ჩატარების ვადის, წესისა და პირობების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №2 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 2001 წ., №18, მუხლი 156) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დებულების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სახელმწიფოებრივი ახალგაზრდული პოლიტიკის სფეროში განსახორციელებელი პროგრამებისა და პროექტების დაფინანსების მისაღებად კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს რეესტრში გატარებულ ბავშვთა და ახალგაზრდულ კავშირებს.“;

ბ) დებულების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროდან გრანტის წესით მიღებული თანხა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ პროგრამების პროექტში განსაზღვრული მიზნებისათვის.“;

გ) დებულების მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. კონკურსი ტარდება არანაკლებ წელიწადში ერთხელ.“;

დ) დებულების მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. პროგრამების პროექტების წარდგენის ვადებს აწესებს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, სამინისტროს სათათბიროსთან ერთად.“;

ე) დებულების მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ზემოჩამოთვლილი პირობებისა და გამოყოფილი სახსრების გათვალისწინებით პროგრამების პროექტებს კონკურსის წესით განიხილავს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სათათბირო.“;

ვ) დებულების მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების მიერ შემუშავებული პროგრამების პროექტების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის საკითხს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კონკურსის საფუძველზე, წყვეტს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სათათბირო.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 ვლ. ვარძელაშვილი