„საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის სათათბიროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №4 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№47
სარეგისტრაციო კოდი
010040020.22.055.015140
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 111, 06/09/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.040.020.22.055.015.140

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის

ბრძანება№47

2010 წლის 6 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის სათათბიროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №4 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის სათათბიროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №4 ბრძანებასა და ამ ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 2001 წ., №18, მუხლი 158) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სათათბიროს დებულების დამტკიცების შესახებ.“;

ბ) ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 და მე-15 მუხლების საფუძველზე, დამტკიცდეს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სათათბიროს თანდართული დებულება.“;

გ) დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სათათბიროს დებულება.“;

დ) დებულების მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს და წევრთა არანაკლებ 1/3 საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ მოიწვიონ სათათბიროს რიგგარეშე სხდომა.“;

ე) დებულების მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. სათათბირო შედგება თხუთმეტი წევრისაგან, რომელთაგან 6 წევრს წარადგენს საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორი რეესტრში გატარებულ ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირებიდან, ხოლო 8 წევრს ნიშნავს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი.“;

ვ) დებულების მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. სათათბიროს თავმჯდომარეა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი.“;

ზ) დებულების მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. სათათბირო თავისი კომპეტენციის ფარგლებში ერთობლივი განხილვის გზით, ღია კენჭისყრით, დამსწრეთა უბრალო უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას და სათათბიროს გადაწყვეტილება ფორმდება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ბრძანებით.“;

თ) დებულების მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„16. სათათბიროს წევრის ვადამდე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტისას შესაბამისი კავშირი და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ცვლის სათათბიროს წევრის კანდიდატურას.“;

ი) დებულების მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„17. სათათბიროს საქმიანობის საერთო კოორდინაციას და ხელმძღვანელობას, კოლეგიალობის პრინციპის დაცვით, ახორციელებს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი.“;

კ) დებულების მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„18. სათათბიროს შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვ. ვარძელაშვილი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის სათათბიროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №4 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის სათათბიროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №4 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 06.09.2010.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის სათათბიროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №4 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის სათათბიროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №4 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 06.09.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №47. სარეგისტრაციო კოდი — 010040020.22.055.015140.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის სათათბიროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №4 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის სათათბიროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №4 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.09.2010 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის სათათბიროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №4 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №47, 06.09.2010, სარეგისტრაციო კოდი 010040020.22.055.015140 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.09.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1032616/