“ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ახალგაზრდობის სქქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №5 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.050.000.22.028.008.638
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №3/152
2006 წლის 24 მაისი
ქ. თბილისი
„ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №5 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №5 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 2001 წ., №18, მუხლი 159) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დებულების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ფონდის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი №49ა.“;
ბ) დებულების მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. ფონდის მიზნები და ამოცანებია საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტთან არსებული სათათბიროს გადაწყვეტილებით, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტთან არსებული ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების რეესტრში გატარებულ ორგანიზაციათა პროგრამების, ღონისძიებებისა და პროექტების დაფინანსება და ამ მიზნით გამოყოფილი სახსრების ხარჯვის კონტროლი ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“;
გ) დებულების მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. დირექტორი:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დამოუკიდებლად წყვეტს ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს;
ბ) მინდობილობის გარეშე მოქმედებს ფონდის სახელით, წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობაში;
გ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს;
დ) აკონტროლებს მისდამი დაქვემდებარებული სამსახურის საქმიანობას.“;
დ) დებულების მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„14. ფონდის სტრუქტურასა და საშტატო ნუსხას ამტკიცებს ფონდის დირექტორი საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით.“;
ე) დებულების მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„16. ფონდის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე.“.
2 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. გაბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა “ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ახალგაზრდობის სქქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №5 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება “ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ახალგაზრდობის სქქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №5 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე" ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.05.2006.
- როდის იქნა მიღებული “ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ახალგაზრდობის სქქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №5 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"?
- “ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ახალგაზრდობის სქქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №5 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე" მიღებულია 24.05.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №3/152. სარეგისტრაციო კოდი — 040.050.000.22.028.008.638.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ “ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ახალგაზრდობის სქქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №5 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის “ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ახალგაზრდობის სქქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №5 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.05.2006 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ახალგაზრდობის სქქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №5 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე", №3/152, 24.05.2006, სარეგისტრაციო კოდი 040.050.000.22.028.008.638 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.05.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/64744/