“საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის სათატბიროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ახალგაზრდობის საქმეტა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №4 ბრძანბაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№3/59
სარეგისტრაციო კოდი
010.040.020.22.028.008.297
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 42, 30/03/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.040.020.22.028.008.297

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №3/59

2006 წლის 20 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის სათათბიროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №4 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის სათათბიროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №4 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 2001 წ., №18, მუხლი 158) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის სათათბიროს დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის სათათბიროს დებულება.“;

ბ) დებულების მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარეს და წევრთა არანაკლებ 1/3-ს საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ მოიწვიონ სათათბიროს რიგგარეშე სხდომა.“;

გ) დებულების მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. სათათბირო შედგება თხუთმეტი წევრისაგან, რომელთაგან 6 წევრს წარადგენს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორი რეესტრში გატარებულ ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირებიდან. ხოლო 8 წევრს ნიშნავს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარე.“;

დ) დებულების მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. სათათბიროს თავმჯდომარეა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარე.“;

ე) დებულების მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. სათათბირო თავისი კომპეტენციის ფარგლებში ერთობლივი განხილვის გზით, ღია კენჭისყრით, დამსწრეთა უბრალო უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას. სათათბიროს გადაწყვეტილება ფორმდება საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ.“;

ვ) დებულების მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„16. სათათბიროს წევრის ვადამდე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტისას შესაბამისი კავშირი და სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი ცვლის სათათბიროს წევრის კანდიდატურას.“;

ზ) დებულების მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„17. სათათბიროს საქმიანობის საერთო კოორდინაციას და ხელმძღვანელობას, კოლეგიალობის პრინციპის დაცვით, ახორციელებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარის მეშვეობით.“;

თ) დებულების მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„18. სათათბიროს შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარე.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. გაბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა “საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის სათატბიროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ახალგაზრდობის საქმეტა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №4 ბრძანბაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება “საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის სათატბიროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ახალგაზრდობის საქმეტა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №4 ბრძანბაში ცვლილებების შეტანის თაობაზე" ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.03.2006.
როდის იქნა მიღებული “საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის სათატბიროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ახალგაზრდობის საქმეტა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №4 ბრძანბაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"?
“საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის სათატბიროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ახალგაზრდობის საქმეტა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №4 ბრძანბაში ცვლილებების შეტანის თაობაზე" მიღებულია 20.03.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №3/59. სარეგისტრაციო კოდი — 010.040.020.22.028.008.297.
რომელი დოკუმენტები უთითებენ “საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის სათატბიროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ახალგაზრდობის საქმეტა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №4 ბრძანბაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის “საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის სათატბიროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ახალგაზრდობის საქმეტა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №4 ბრძანბაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.03.2006 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება “საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის სათატბიროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ახალგაზრდობის საქმეტა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №4 ბრძანბაში ცვლილებების შეტანის თაობაზე", №3/59, 20.03.2006, სარეგისტრაციო კოდი 010.040.020.22.028.008.297 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.03.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/63568/