,,ქვეყანაში არსებული სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების, ზენორმატიული, ვადაგასული (საუტილიზაციო) სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების შემდგომი გამოყენების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 9 ივლისის №273 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№627
სარეგისტრაციო კოდი
120.340.000.08.
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 115, 22/09/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №627

2009 წლის 18 სექტემბერი

ქ. თბილისი

,,ქვეყანაში არსებული სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების, ზენორმატიული, ვადაგასული (საუტილიზაციო) სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების შემდგომი გამოყენების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის   2001 წლის 9 ივლისის №273 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

1. ,,ქვეყანაში არსებული სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების, ზენორმატიული, ვადაგასული (საუტილიზაციო) სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების შემდგომი გამოყენების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 9 ივლისის №273 ბრძანებულებაში (სსმ III, 2001 წ., №74, მუხ.533) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) 21 და 22 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, 21 . ბრძანებულების მე-2 და 31 პუნქტით გათვალისწინებული ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული ამონაგები თანხა 22 პუნქტში აღნიშნული წესის შესაბამისად განსაზღვრული ხარჯების გამოკლებით ჩაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო აღნიშნული ხარჯების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების შემთხვევაში, ამონაგები თანხა მთლიანად ჩაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

22. ბრძანებულების მე-2 და 31 პუნქტებით გათვალისწინებული ქონების უტილიზაციისა და რეა-ლიზაციისათვის და/ან წარმოებისათვის ხარჯები (მათ შორის გადასახადები) ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და/ან აღნიშნული ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული ამონაგები თანხიდან, რომლის განაწილების წესი განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების, სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების ძირითადი სახეობების ფასი განისაზღვრება ექსპერტიზის ან აუდიტის საფუძველზე დადგენილი საბაზრო ფასის მიხედვით შემდეგი წესით:

ა) ბრძანებულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქონების საწყისი გასაყიდი ფასი აუქციონის წესითა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით რეალიზაციის შემთხვევაში, ქონების საბაზრო ფასის 100 პროცენტის შესაბამისად;

ბ) ამ ბრძანებულების 31 პუნქტის მიზნებისათვის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ ,,დელტასათვის“ ქონების გადაცემის შემთხვევაში, ქონების ღირებულება განისაზღვრება საბაზრო ფასის 100 პროცენტის შესაბამისად.“;

გ) დაემატოს 31 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,31. სამხედრო ტექნიკის (მათ შორის სამხედრო სატრანსპორტო საშუალებების), შეიარაღების, საბ-რძოლო მასალებისა და სამხედრო სპეცქონების (რომელთა შეიარაღებაში დატოვება მიზანშეწონილი არ არის), აგრეთვე ამ ქონების უტილიზაციით მიღებული ნარჩენების ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა ,,დელტამ“ შესაძლებელია განახორციელოს სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის წარმოება და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის უსასყიდლოდ გადაცემა ან საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ დადგენილი წესით მისი რეალიზაცია. ამ პუნქტით განსაზღვრული მიზნით სარეალიზაციო პროდუქციის წარმოებისათვის გამოყენებული სამხედრო ტექნიკა, შეიარაღება, საბრძოლო მასალები, სამხედრო სპეცქონება და უტილიზაციის შედეგად მიღებული ნარჩენები საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ ,,დელტას“ გადაეცემა ამ ბრძანებულების მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დადგენილ ფასად, რომლის ზუსტი ოდენობა და გადახდის პირობები განისაზღვრება ხელშეკრულებით, რომლის ბალანსზე იმყოფება გადაცემული ქონება.“;

დ) ბრძანებულებით დამტკიცებული ,,სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების, სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების ძირითადი სახეობების საწყისი გასაყიდი ფასის გათვლის მეთოდიკა“ (დანართი №1) ამოღებულ იქნეს.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი