,,დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებზე კომპიუტერული წესით ამობეჭდილი სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის შემოღების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 20 ივლისის №558 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№475
სარეგისტრაციო კოდი
200.110.000.22.033.010.329
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 66, 14/05/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.110.000.22.033.010.329

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №475

2007 წლის 11 მაისი

ქ. თბილისი

,,დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებზე კომპიუტერული წესით ამობეჭდილი სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის შემოღების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 20 ივლისის  №558 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის და ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 20 ივლისის №558 ბრძანებით დამტკიცებულ ,,კომპიუტერული წესით ამობეჭდილი სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის შემოღების, გამოწერის, აღრიცხვისა და ჩათვლებში გამოყენების შესახებ წესში“ (სსმ III, 27.07.05, №88, მუხ. 1006) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. ,,კსაფ“-ის გამოყენებაზე გადასვლა ხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, რისთვისაც მე-2 პუნქტში დასახელებულმა გადამხდელებმა განცხადებით უნდა მიმართონ შემოსავლების სამსახურს.“;

ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში:

ა) მიეთითება გადამხდელის დასახელება დღგ-ის სარეგისტრაციო სერტიფიკატის ნომრის მითითებით, რომელსაც საქონლის/მომსახურების მიწოდებისას უფლება აქვს გამოიყენოს ,,კსაფ“-ი;

ბ) მიეთითება საქონლის/მომსახურების დასახელება, რომელზეც დასაშვებია ,,კსაფ“-ის გამოყენება;

გ) განისაზღვრება საგადასახადო პერიოდი, რომლის დასაწყისიდან გადამხდელს უფლება აქვს გამოწეროს ,,კსაფ“-ი;

დ) განისაზღვრება ,,კსაფ“-ის ნუმერაციის ველი, რომლის ფარგლებში დასაშვებია გადამხდელის მიერ ,,კსაფ”-ის გამოწერა.

5. გადამხდელის საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის უფროსს უფლება აქვს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვროს ,,კსაფ“-ის გამოყენების დამატებითი პირობები.“;

გ) მე-6 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ზ) შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნომერი, რომლითაც გადამხდელს მიეცა ,,კსაფ“-ის გამოყენების უფლება“;

დ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. ,,კსაფ“-ის გამოწერა დასაშვებია შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული თარიღიდან განხორციელებულ ოპერაციებზე.“;

ე) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,11. გადამხდელი, საქონლის/მომსახურების მიმღების მოთხოვნის შემთხვევაში, ,,კსაფ“-ს ანიჭებს ნომერს შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ,,კსაფ“-ის ნუმერაციის ველის ფარგლებში და შეაქვს იგი საგადასახადო ინსპექციაში წარსადგენ რეესტრში.“;

ვ) მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,18. გადამხდელის მიერ ,,კსაფ“-ისათვის სერიისა და ნომრის მინიჭება დასაშვებია იმ ველის ფარგლებში, რომელსაც მას განუსაზღვრავს შემოსავლების სამსახური.“;

ზ) მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,20. ,,კსაფ“-ის გამოყენებაზე კონტროლს ახორციელებს შემოსავლების სამსახური.“;

თ) 24-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,24. გადამხდელს უფლება აქვს გადავიდეს ჩვეულებრივი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოყენებაზე, რისთვისაც მან საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე 20 დღით ადრე განცხადებით უნდა მიმართოს შემოსავლების სამსახურს.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებზე კომპიუტერული წესით ამობეჭდილი სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის შემოღების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 20 ივლისის №558 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებზე კომპიუტერული წესით ამობეჭდილი სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის შემოღების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 20 ივლისის №558 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.05.2007.
როდის იქნა მიღებული „,,დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებზე კომპიუტერული წესით ამობეჭდილი სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის შემოღების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 20 ივლისის №558 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““?
„,,დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებზე კომპიუტერული წესით ამობეჭდილი სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის შემოღების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 20 ივლისის №558 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““ მიღებულია 11.05.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №475. სარეგისტრაციო კოდი — 200.110.000.22.033.010.329.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებზე კომპიუტერული წესით ამობეჭდილი სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის შემოღების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 20 ივლისის №558 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებზე კომპიუტერული წესით ამობეჭდილი სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის შემოღების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 20 ივლისის №558 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.05.2007 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებზე კომპიუტერული წესით ამობეჭდილი სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის შემოღების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 20 ივლისის №558 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““, №475, 11.05.2007, სარეგისტრაციო კოდი 200.110.000.22.033.010.329 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.05.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/70618/