,,ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვისა და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №87 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№397
სარეგისტრაციო კოდი
200.010.000.22.033.010.269
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 60, 30/04/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.010.000.22.033.010.269

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №397

2007 წლის 23 აპრილი

ქ. თბილისი

„ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვისა და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №87 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის და „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის“ 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №87 ბრძანებით დამტკიცებულ „ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვისა და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ“ ინსტრუქციაში (სსმ III, 2005 წ., №18, მუხ. 173) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1.

საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირების, შენახვისა და რეალიზაციისათვის სავალდებულო სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ფორმა (ტექსტში შემდგომ – სსაფ), წარმოადგენს მკაცრი აღიცხვისა და საგანგებო დაცვის ნიშნის მქონე დოკუმენტს. სსაფ იბეჭდება 4 ეგზემპლარად. სსაფ-ის გაცემა ხდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის მიერ მხოლოდ იმ გადასახადის გადამხდელებზე, რომლებიც ახორციელებენ ნავთობპროდუქტების მიწოდებას“.

ბ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია ვალდებულია განაცხადის წარმოდგენიდან (საგადასახადო ორგანოს კანცელარიაში რეგისტრაციიდან) 72 საათის განმავლობაში (დასვენების დღეების ჩაუთვლელად), ხოლო იმპორტის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გასცეს სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (რისთვისაც სსაფ-ის ზემო მარჯვენა კუთხეში დაუსვამს ბეჭედს) ან უარი განაცხადოს სსაფ-ის გაცემაზე, რისთვისაც ვალდებულია წერილობით აცნობოს გადასახადის გადამხდელს უარის თქმის საფუძველი. გადასახადის გადამხდელს სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას შემდეგ შემთხვევაში:

ა) განაცხადში წარმოდგენილი მონაცემები არის არასრულყოფილი;

ბ) განაცხადში წარმოდგენილი მონაცემების სისწორე იწვევს საფუძვლიან (დასაბუთებულ) ეჭვს;

გ) თუ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ინსპექციაში არ წარადგენს ამ ბრძანებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ანგარიშგებებს ან წარადგენს, მაგრამ არასრულყოფილად;

დ) გადამხდელი არ აწარმოებს ამ ბრძანებით დადგენილ „ნავთობპროდუქტების საბითუმო პარტიების მიღებისა და მიწოდების ყოველდღიური აღრიცხვის ჟურნალს“ (დანართი №11) ან „ნავთობპროდუქტების საცალო რეალიზაციის აღრიცხვის სპეციალურ ჟურნალს“ (დანართი №12)”.

გ) 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 26.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობპროდუქტების სტაციონარული ობიექტების (მათ შორის ნავთობის მოპოვების ადგილების, ნავთობბაზებისა და ნავთობგადამამუშავებელი ობიექტების, სხვა სტაციონალური საცავების და ავზების) ცენტრალიზებულ აღრიცხვას (დანართი №8-ის შესაბამისად) და სარეგისტრაციო მოწმობის გაცემას (დანართი №9-ის ფორმით)“.

დ) 34-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 34.

სსაფ-ის გაცემის ორგანიზებას და მათ გამოყენებაზე სათანადო კონტროლის დაწესებას უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური“.

ე) დანართი №3-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ფინანსთა სამინისტრო შემოსავლების სამსახური

დამატებული ღირებულების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის სპეციალური დანართი“.

ვ) დანართი №7-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ფინანსთა სამინისტრო შემოსავლების სამსახური

სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მოძრაობის აღრიცხვის ყოველთვიური დეკლარაცია

(იმ გადამხდელებისათვის, რომლებიც არ არიან დღგ-ის გადამხდელები)“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვისა და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №87 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვისა და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №87 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.04.2007.
როდის იქნა მიღებული „,,ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვისა და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №87 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““?
„,,ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვისა და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №87 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““ მიღებულია 23.04.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №397. სარეგისტრაციო კოდი — 200.010.000.22.033.010.269.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვისა და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №87 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვისა და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №87 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.04.2007 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვისა და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №87 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““, №397, 23.04.2007, სარეგისტრაციო კოდი 200.010.000.22.033.010.269 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.04.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/70390/