,,სასაქონლო ზედნადების გამოწერისა და გამოყენების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №86 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.009.855
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №37
2007 წლის 25 იანვარი
ქ. თბილისი
“სასაქონლო ზედნადების გამოწერისა და გამოყენების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №86 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №86 ბრძანებით დამტკიცებულ “სასაქონლო ზედნადების გამოწერისა და გამოყენების შესახებ“ ინსტრუქციაში (სსმ III, 2005 წ., №18, მუხ. 172) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-3 მუხლის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„14. საქონლის გამყიდველი (ან ტვირთის გამგზავნი), სასაქონლო ზედნადებების, როგორც პირველადი საგადასახადო დოკუმენტების აღრიცხვას აწარმოებს საქართველოში მოქმედი ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.“.
ბ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. გამარტივებული ფორმის სასაქონლო ზედნადების გამოწერის და გამოყენების წესი
იურიდიული პირის ან მეწარმედ რეგისტრირებული ფიზიკური პირის მიერ ფიზიკური პირის პირადი მოხმარებისათვის საქონლის მიწოდებისას (გარდა საცალო ქსელში საქონლის მიწოდებისა) ან ტვირთის ტრანსპორტირებისას, აგრეთვე არამეწარმე ფიზიკური პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირისათვის საქონლის მიწოდებისას ან ტვირთის ტრანსპორტირებისას, შეიძლება გამოყენებულ იქნეს გამარტივებული ფორმის სასაქონლო ზედნადები (დანართი №2), რომლის გამოწერაც დასაშვებია ორ ცალად, აქედან პირველი პირი გადაეცემა მყიდველს (ტვირთის მიმღებს) და თან ერთვის საქონელს (ტვირთს), მეორე რჩება საქონლის გამყიდველს (ტვირთის გამგზავნს). მასში ჩაიწერება საქონლის გამყიდველი, საქონლის მყიდველი, საქონლის დასახელება, რაოდენობა, ფასი, მთლიანი თანხა (მათ შორის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების დროს დღგ-ის თანხა), საქონლის ჩამბარებელი და საქონლის მიმღები. ამ ზედნადებების, როგორც პირველადი საგადასახადო დოკუმენტების, აღრიცხვა ხდება საქართველოში მოქმედი ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,სასაქონლო ზედნადების გამოწერისა და გამოყენების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №86 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ““?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,სასაქონლო ზედნადების გამოწერისა და გამოყენების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №86 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ““ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.01.2007.
- როდის იქნა მიღებული „,,სასაქონლო ზედნადების გამოწერისა და გამოყენების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №86 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ““?
- „,,სასაქონლო ზედნადების გამოწერისა და გამოყენების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №86 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ““ მიღებულია 25.01.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №37. სარეგისტრაციო კოდი — 200.250.000.22.033.009.855.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,სასაქონლო ზედნადების გამოწერისა და გამოყენების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №86 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ““-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,სასაქონლო ზედნადების გამოწერისა და გამოყენების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №86 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.01.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,სასაქონლო ზედნადების გამოწერისა და გამოყენების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №86 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ““, №37, 25.01.2007, სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.009.855 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.01.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/68740/