„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო პოლიციის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2000 წლის 18 აპრილის №142 ბრძანებაში ცვლილების და დამატებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№253
სარეგისტრაციო კოდი
080.010.000.11.118.006.500
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 56, 03/06/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 080.010.000.11.118.006.450

საქართველოს შინაგან საქმეთა

მინისტრის ბრძანება №253

2004 წლის 30 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო პოლიციის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2000 წლის 18 აპრილის №142 ბრძანებაში ცვლილების და დამატებების შეტანის შესახებ

ავტოტრანსპორტის სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების სფეროში არსებული კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების, ავტოტრანსპორტის მფლობელთა უფლებებისა და ინტერესების დაცვის, აგრეთვე ავტოტრანსპორტის სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების პროცედურის გამარტივების მიზნით, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო პოლიციის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2000 წლის 18 აპრილის №142 ბრძანებით (სსმ III, 2000 წ., №40, მუხლი 371) დამტკიცებულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო პოლიციის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების წესების 3.13 პუნქტის მე-6 აბზაცს დასაწყისში დაემატოს სიტყვები „ნებისმიერი საბანკო დაწესებულების მიერ გაცემულ”, ხოლო პუნქტს ბოლოში დაემატოს აბზაცი:“ –– ნებისმიერი საბანკო დაწესებულების მიერ გაცემულ ავტოტრანსპორტის ტექნიკური დათვალიერების ფირნიშის ღირებულების გადახდის დამადასტურებელ ქვითარს. ამასთან, ქვითარში ფირნიშის ღირებულების გადამხდელად შეიძლება მინიშნებულ იქნეს ნებისმიერი პირი” და პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.13. გამართული ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური დათვალიერების საბოლოო შედეგების გასაფორმებლად ავტომფლობელი (ან მისი წარმომადგენელი) საგზაო პოლიციის ინსპექტორს წარუდგენს:

ა) ავტოსატრანსპორტო საშუალებას;

ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ პასპორტს;

გ) მართვის მოწმობას;

დ) ტოქსიკურობის ტალონს;

ე) დიაგნოსტიკურ ბარათს;

ვ) ნებისმიერი საბანკო დაწესებულების მიერ გაცემულ ავტოსატრანსპორტო საშუალების ფლობისათვის დადგენილი საგზაო ფონდის შესაბამისი თანხის გადახდის ქვითარსა და ტალონს;

ზ)ავტომოტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პოლისს;

თ) ნებისმიერი საბანკო დაწესებულების მიერ გაცემულ ავტოტრანსპორტის ტექნიკური დათვალიერების ფირნიშის ღირებულების გადახდის დამადასტურებელ ქვითარს. ამასთან, ქვითარში ფირნიშის ღირებულების გადამხდელად შეიძლება მინიშნებულ იქნეს ნებისმიერი პირი.”

2. ბრძანება ძალაშია კანონით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.

3. ბრძანება დაიგზავნოს კუთვნილებისამებრ.

გ. ბარამიძე