„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №29 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№43
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.22.030.012.850
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 25, 06/03/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.030.012.850

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №43

2009 წლის 2 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №29 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „შ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №29 ბრძანებით (სსმ III, 06.02.2006 წ., №15, მუხ. 190) დამტკიცებულ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შინაგანაწესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამინისტროს მოსამსახურეების უქმე დღეებში, შესვენების დროს ან სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ მუშაობის ანაზღაურების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).“;

გ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახურებრივ საკითხებზე სამინისტროს მოსამსახურეებზე ბრძანების გამოცემის უფლება აქვს მინისტრს. სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება შეიძლება იყოს ზოგადი (ვრცელდებოდეს სამინისტროს ყველა მოსამსახურეზე) და ინდივიდუალური.“;

დ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამინისტროს მოსამსახურეთათვის შესასრულებლად სავალდებულოა შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების მოთხოვნები, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით.“;

ე) მე-8 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. წინასწარ ცნობილი მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოსამსახურე ვალდებულია წინასწარ წარუდგინოს უშუალო უფროსს განცხადება სამსახურში არყოფნის სავარაუდო პერიოდის თაობაზე, შესაბამისი აუცილებლობისა და მიზეზების მითითებით. უფროსი თანხმობის ნიშნად ხელს აწერს წარდგენილ განცხადებას ან უარს აცხადებს განცხადების ხელმოწერაზე. უფროსის მიერ განცხადების ვიზირების შემთხვევაში მოსამსახურის სამსახურში გამოუცხადებლობისას პასუხისმგებლობა ეკისრება მის უშუალო უფროსს.

2. წინასწარ უცნობი მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოსამსახურე ვალდებულია შეძლებისდაგვარად გონივრულ ვადაში, სამსახურში გამოცხადებამდე აცნობოს უშუალო უფროსს გამოუცხადებლობის მიზეზი და სავარაუდო პერიოდი. სამსახურში გამოცხადების შემდეგ მოსამსახურემ მოთხოვნისთანავე უნდა წარუდგინოს უშუალო უფროსს ახსნა-განმარტებითი ბარათი სამსახურში გამოუცხადებლობის თაობაზე.“;

ვ) მე-9 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. შინაგანაწესის გაუქმება და/ან მასში ცვლილების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

გ. ვაშაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №29 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №29 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 02.03.2009.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №29 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №29 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ მიღებულია 02.03.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №43. სარეგისტრაციო კოდი — 010.240.030.22.030.012.850.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №29 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №29 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.03.2009 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №29 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“, №43, 02.03.2009, სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.030.012.850 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.03.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/82558/