მსოფლიო ბანკის ,,ტყის განვითარების პროექტისა“ და ,,ეროვნული სატყეო პროგრამის ხელშემწყობი ფონდის“ მიერ საქართველოს ეროვნული სატყეო პოლიტიკის შემუშავებისათვის გაწეული დახმარების უზრუნველსაყოფად რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადების მიზნით მინისტრის სათათბირო ორგანოს – საბჭოს შექნის თაობაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 5 ოქტომბრის №397 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1182
სარეგისტრაციო კოდი
360.160.000.22.023.009.548
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 153, 14/11/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.009.548

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება №1182

2006 წლის 6 ნოემბერი

ქ. თბილისი

მსოფლიო ბანკის ,,ტყის განვითარების პროექტისა“ და ,,ეროვნული სატყეო პროგრამის ხელშემწყობი ფონდის“ მიერ საქართველოს ეროვნული სატყეო პოლიტიკის შემუშავებისათვის გაწეული დახმარების უზრუნველსაყოფად რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადების მიზნით მინისტრის სათათბირო ორგანოს – საბჭოს შექნის თაობაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 5 ოქტომბრის №397 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ,,მსოფლიო ბანკის ,,ტყის განვითარების პროექტისა“ და ,,ეროვნული სატყეო პროგრამის ხელშემწყობი ფონდის“ მიერ საქართველოს ეროვნული სატყეო პოლიტიკის შემუშავებისათვის გაწეული დახმარების უზრუნველსაყოფად რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადების მიზნით მინისტრის სათათბირო ორგანოს – საბჭოს შექნის თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 5 ოქტომბრის №397 ბრძანებას (სსმ III, 2005 წ., №119, მუხ. 1334) დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემ-დეგი რედაქციით:

11. დამტკიცდეს საბჭოს თანდართული შემადგენლობა.

2. ,,მსოფლიო ბანკის ,,ტყის განვითარების პროექტისა“ და ,,ეროვნული სატყეო პროგრამის ხელშემწყობი ფონდის“ მიერ საქართველოს ეროვნული სატყეო პოლიტიკის შემუშავებისათვის გაწეული დახმარების უზრუნველსაყოფად რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადების მიზნით მინისტრის სათათბირო ორგანოს – საბჭოს შექნის თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 5 ოქტომბრის №397 ბრძანებით (სსმ III, 2005 წ., №119, მუხ. 1334) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დებულების მე-2 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. რიგგარეშე სხდომა მოიწვევა თავმჯდომარის მიერ საბჭოს წევრთა უმრავლესობის მოთხოვნით. რიგგარეშე სხდომის შესახებ საბჭოს წევრებს დღის წესრიგის მითითებით უნდა ეცნობოთ სხდომამდე 10 დღით ადრე.

5. სხდომის დღის წესრიგს ადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის თავმჯდომარე და მას ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე.

ბ) დებულების მე-2 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

7. საბჭო რეკომენდაციებს იღებს სხდომებზე ღია კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება 5 წევრი.

გ) დებულების მე-3 მუხლი ამოღებულ იქნეს.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 დ. ტყეშელაშვილი