,,მარტვილის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვის და სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 აპრილის №9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№12
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.109.016031
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110729007, 02/08/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა№ 12

2011 წლის 21 ივლისი

ქ. მარტვილი

,,მარტვილის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვის და სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს            2011 წლის 29 აპრილის №9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვის და სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 აპრილის №9 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით საკითხს, როგორც წესი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, განსაკუთრებულ შემთხვევაში კი _ საქართველოს მთავრობის წარდგინებით წყვეტს საქართველოს პრეზიდენტი. საკითხს ამზადებს მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობა.“;

ბ) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა ,,საკრებულო“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,საკითხს ამზადებს მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობა.“;

გ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   ,,აუქციონის ფორმით ქონების საწყის ფასს გამყიდველი ადგენს ,,სახელმწიფო ქონების  შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად.

დ) მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   ,,აუქციონში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებული პირი ვალდებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში წარმოადგინოს უპირობო საბანკო გარანტია/ბე ქონების საწყისი საფასურის 30%-ის ოდენობით.“;

ე) მე-6 მუხლის მე-5 პუნქტს გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ჩამონათვალში დაემატოს ,,თ“ პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,თ) საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს  პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო.“;

ვ) მე-8 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,აუქციონის დამთავრების შემდეგ დგება ოქმი, რომელიც წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებას.“;

ზ) მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,იმ შემთხვევაში, თუ არსებული ოქმის (ადმინისტრაციული ორგანოს დაპირების) შემდგომ უნდა გაფორმდეს დამატებითი წერილობითი ხელშეკრულება, ხელშეკრულებაში შეტანილი უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები.“;

თ) 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტში ტერმინი ,,შეძენა“ ამოღებულ იქნეს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) განაცხადს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მონაწილეზე, ქონების დასახელებას, ქონების სარგებლობის საწყის ფასს, რომლის სარგებლობაში მიღება სურს მონაწილეს. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში განაცხადში უნდა აისახოს მონაწილის თანხმობა პირობების შესრულებაზე.“;

ი) ამოღებულ იქნეს 23-ე მუხლის მე-3 პუნქტი.

2. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                  ზ. გოროზია

 

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,მარტვილის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვის და სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 აპრილის №9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
დიახ, მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „,,მარტვილის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვის და სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 აპრილის №9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.07.2011.
როდის იქნა მიღებული „,,მარტვილის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვის და სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 აპრილის №9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
„,,მარტვილის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვის და სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 აპრილის №9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 21.07.2011. მიმღები ორგანო — მარტვილის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №12. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.109.016031.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,მარტვილის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვის და სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 აპრილის №9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,მარტვილის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვის და სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 აპრილის №9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.07.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „,,მარტვილის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვის და სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 აპრილის №9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, №12, 21.07.2011, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.109.016031 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.07.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1438675/