„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 ივლისის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№04
სარეგისტრაციო კოდი
010260010.35.133.016053
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/02/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №4

2012 წლის15 თებერვალი

ქ. ბათუმი

„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 ივლისის№23დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკი­ცე­ბის შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 ივლისის №23 დად­გენილებ ით (გაზეთი „აჭარა“ №77, 14.07.,2010, გვ.15–19)დამტკიცებულ ხელვაჩაურის მუნი­ციპალიტეტის გამგეობის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლი­ლებ ა:

ა) პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:

 ,,10. გამგეობის იურიდიული მისამართია: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი №501.”;

 ბ) მე-8 მუხლის პირველი პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,1. გამგეობის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური;

ბ)გამგეობის ინფრასტრუქტურის, ქონების მართვის ა და სივრცითი მოწყობის სამსახური;

გ) გამგეობის ზედამხედველობის სამსახური;

დ)გამგეობის საფინანსო-ეკონომიკური სამსახური;

ე) გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქ­მეთა სამსახური;

ვ) გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური;

ზ) გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახური;

თ) გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური.

ი) გამგეობის შიდა აუდიტის სამსახური;“.

გ) მე-9 მუხლის:

გ.ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. ინფრასტრუქტურის, ქონების მართვის ა და სივრცითი მოწყობის სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის საკითხების კოორდინაციას, მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის და კაპიტალური მშენებლობის სფეროს მომსახურებას, რეაბილიტაციასა და განვითარებას, მუნიციპალიტეტის კაპიტალური მშენებლობის, ავარიული შენობა-ნაგებობის აღდგენის, რეკონსტრუქციისა და წინადადების შემუშავებას, უზრუნველყოფს სამსახურის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე სათანადო სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას; უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და პრივატიზებასთან დაკავშირებული საკითხების წინასწარ განხილვას, ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის განსაზღვრის შესახებ წინადადების მომზადებას, საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხის პროექტების შედგენას, გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების შესრულების მონიტორინგს, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ბუნებრივი რესურსების აღრიცხვას, მართვას და მათ რაციონალურ გამოყენებას, სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის სათანადო წინადადებების შემუშავებას. თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს დადგენილი წესით უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ლეგალიზების, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების საზღვრების დადგენის თაობაზე საპროექტო დავალების გაცემის და საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმების, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმების, მშენებლობის ნებართვის გაცემის და მასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების პროექტების მომზადებას. ახორციელებს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ამ დებულებითა და სამსახურის დებულებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.”;

გ.ბ) მე-6 და მე-8 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე   მ. ფარტენაძე