,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 ივლისის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №21 |
|
2012 წლის 29 ოქტომბერი დაბა ხელვაჩაური |
„1. გამგეობის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური;
ბ) გამგეობის ქონების მართვის, არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახური;
გ) გამგეობის ზედამხედველობის სამსახური;
დ) გამგეობის საფინანსო-ეკონომიკური სამსახური;
ე) გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური;
ვ) გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური;
ზ) გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახური;
თ) გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური;
ი) გამგეობის შიდა აუდიტის სამსახური;
კ) გამგეობის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახური.“;
,,4. ქონების მართვის, არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სამსახურის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე სათანადო სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას, უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და პრივატიზებასთან დაკავშირებული საკითხების წინასწარ განხილვას, ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის განსაზღვრის შესახებ წინადადების მომზადებას, საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხის პროექტების შედგენას, გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების შესრულების მონიტორინგს, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ბუნებრივი რესურსების აღრიცხვას, მართვას და მათ რაციონალურ გამოყენებას, სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის სათანადო წინადადებების შემუშავებას. თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს დადგენილი წესით უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ლეგალიზების, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების საზღვრების დადგენის თაობაზე საპროექტო დავალების გაცემის და საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმების, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმების, მშენებლობის ნებართვის გაცემის და მასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების პროექტების მომზადებას. ახორციელებს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ამ დებულებითა და სამსახურის დებულებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.”;
,,14. გამგეობის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის საკითხების კოორდინაციას, მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის და კაპიტალური მშენებლობის სფეროს მომსახურებას, რეაბილიტაციასა და განვითარებას, მუნიციპალიტეტის კაპიტალური მშენებლობის, ავარიული შენობა-ნაგებობის აღდგენისა და რეკონსტრუქციის წინადადების შემუშავებას, უზრუნველყოფს სამსახურის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე სათანადო სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას, ახორციელებს ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ამ დებულებითა და სამსახურის დებულებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.”.
|