„ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ოქტომბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №17 |
|
2022 წლის 9 სექტემბერი ქ. ხობი |
„1. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახური (შემდგომ - სამსახური) წარმოადგენს ხობის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომ - მერია) სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს ხობის მუნიციპალიტეტში (შემდგომ - მუნიციპალიტეტი) ერთიანი ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრას და განხორციელებას, ამ მიზნით საჭირო ინვესტიციების მოზიდვას, ეკონომიკური საქმიანობის მარეგულირებელი წესების შემუშავებას, ეკონომიკური განვითარების სტრატეგიებისა და მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას, სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავებას, წინადადებების შემუშავებას მუნიციპალიტეტის ქონების მართვის, სოფლის მეურნეობის, სატრანსპორტო რეგულირების, ადგილობრივი მოსაკრებლებისა და სხვა სახის ეკონომიკური აქტივობების შესახებ და მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად მათ აღსრულებას.“;
„ი) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული ქონების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას, ინვენტარიზაციას, მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნას და განახლებას;
კ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული ქონების აღრიცხვას და რეგისტრაციას; წინადადებების, დასკვნების, რეკომენდაციების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის ქონებისთვის კატეგორიის შეცვლის თაობაზე, მუნიციპალური ქონებით სარგებლობის და განკარგვის საკითხებზე, მუნიციპალური ქონების შექმნის, შეძენის, პრივატიზების ან სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე; მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისთვის აუქციონის ორგანიზებას და ჩატარებას; ზედამხედველობას მუნიციპალური ქონების დაცვაზე, მოვლა-პატრონობაზე, მართლზომიერ სარგებლობასა და განკარგვაზე;“;
„ნ) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში პარტნიორის, აქციონერის უფლება-მოვალეობათა განხორციელებას; შესაბამისი პროფილით მოქმედი მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაციას;“;
„3. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ეკონომიკური განვითარების განყოფილება;
ბ) მუნიციპალური ქონების მართვის, ბუნებრივი რესურსების და ადგილობრივი მოსაკრებლების განყოფილება.“;
„მუხლი 6. ეკონომიკური განვითარების განყოფილება
ეკონომიკური განვითარების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელი წინადადებების შემუშავებას, ამ მიზნებისთვის განსახორციელებელი ღონისძიებების დაგეგმვას და კოორდინაციას მისი განხორციელებისას;
ბ) ეკონომიკური განვითარებისთვის სახელმწიფო პოლიტიკის, პროგრამების და პროექტების ხელშეწყობას;
გ) საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობას და დაინტერესებულ პირთა საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფას;
დ) ეკონომიკური განვითარების დასაგეგმად საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებას და ანალიზს, სათანადო დასკვნების და რეკომენდაციების შემუშავებას;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საწარმოების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხებზე;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების მართვის საკითხებზე, კოორდინაციას და კონტროლს მათ საქმიანობაზე;
ზ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფლის მეურნეობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაციისა და აგრარული რეფორმების განხორციელების ხელშეწყობისთვის აუცილებელი წინადადებების შემუშავებას და სათანადო ღონისძიებების დაგეგმვას;
თ) სოფლის მეურნეობის დარგში დასაქმებული მეურნე სუბიექტებისა და დაინტერესებული პირებისთვის დახმარების გაწევას პრობლემების გადაწყვეტაში;
ი) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი, დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ახალი ტექნოლოგიების, ცხოველთა მოვლა-მოშენების თანამედროვე მეთოდების და საკვები რაციონის შესახებ ინფორმაციის მომზადებას და მიწოდებას, ამ მიზნით კომპეტენტურ ინსტიტუტებთან და სპეციალისტებთან თანამშრომლობას;
კ) სასურსათო პროდუქტების გადამამუშავებელი, შესანახი ინფრასტრუქტურის, სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარების, მომსახურების ცენტრების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შესახებ ინფორმაციის კონსოლიდაციას და დაინტერესებული უწყებებისთვის (პირებისთვის) მიწოდებას;
ლ) მელიორაციის სფეროში საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი პროექტების განხორციელების ხელშეწყობას, უფლებამოსილების ფარგლებში;
მ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფლის მეურნეობის დარგებსა და სფეროებში გამოვლენილი პრობლემებისა და არსებული მდგომარეობის ანალიზს და შეფასებას;
ნ) ტრანსპორტის სფეროს რეაბილიტაცია-განვითარების პროგრამების და პროექტების მომზადებას; დამტკიცებული პროგრამების და პროექტების განხორციელების მონიტორინგს;
ო) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის მიზნით შესაბამისი წინადადებების შემუშავებას; მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზებას;
პ) გარე ვაჭრობის, გარე რეკლამის, გამოფენების, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირებისთვის წინადადებების შემუშავებას;
ჟ) განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებული სფეროების განვითარების მიზნით მუნიციპალური პროგრამების მომზადების ორგანიზებას, მათ განსახორციელებლად დასკვნების, წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავებას; საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების შესადგენად; მუნიციპალიტეტის პროექტებისა და ინვესტიციების ხელშეწყობისთვის წინადადებების მომზადებას;
რ) საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.
მუნიციპალური ქონების მართვის, ბუნებრივი რესურსების და ადგილობრივი მოსაკრებლების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აღრიცხვას და რეგისტრაციას;
ბ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქციებისა და ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას;
გ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების კატეგორიების განსაზღვრასა და შეცვლასთან დაკავშირებით;
დ) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით;
ე) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის წესების, აგრეთვე 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოთა ქონების განკარგვის წესების შემუშავებას;
ვ) წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობის წესებთან დაკავშირებით;
ზ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისთვის აუქციონის ორგანიზებას და ჩატარებას, სააუქციონო პროცედურებისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადებას, გასაფორმებლად;
თ) ადგილობრივი ქონების გამოყენების მონიტორინგს და რეკომენდაციების შემუშავებას ამორტიზებული ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
ი) ადგილობრივი მნიშვნელობის ბუნებრივი რესურსების, მათ შორის, წყლის და ტყის რესურსებისა და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის რესურსების მართვისთვის შესაბამისი წინადადებების შემუშავებას;
კ) წინადადების მომზადებას ქუჩების, ტროტუარებისა და მოედნების დასუფთავების, მყარი ნარჩენების შეგროვების, ნაგავსაყრელი და ნაგავგადამამუშავებელი ობიექტების შექმნასა და შენახვაზე; მათი ფუნქციონირების ორგანიზებას;
ლ) წინადადებების შემუშავებას წყალმომარაგების (მათ შორის, ტექნიკური წყლით მომარაგების) და წყალარინების უზრუნველყოფისთვის; წინადადების მომზადებას კანალიზაციისა და გამწმენდ ნაგებობათა შექმნასა და შენახვაზე;
მ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ენერგეტიკის სფეროში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში; ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, ნავთობის, ჰიდრორესურსების, განახლებადი ენერგიის, ალტერნატიული ენერგიის წყაროების და მსგავსი მიმართულებით მოქმედ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
ნ) სასმელი წყლით, ელექტროენერგიით, ბუნებრივი გაზით და სხვა სახის ენერგორესურსებით ადგილობრივი ორგანიზაციების უზრუნველყოფისთვის აუცილებელი ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელებას; ამ მიზნებისთვის შესაბამის ორგანიზაციებთან თანამშრომლობას;
ო) კომპეტენციის ფარგლებში, წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საწარმოების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხებზე;
პ) კომპეტენციის ფარგლებში, რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების მართვის საკითხებზე, კოორდინაციას და კონტროლს მათ საქმიანობაზე;
ჟ) წინადადებების მომზადებას ადგილობრივი გადასახადების და მოსაკრებლების საკითხებზე; ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირებას;
რ) განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებული სფეროების განვითარების მიზნით მუნიციპალური პროგრამების მომზადების ორგანიზებას, მათ განსახორციელებლად დასკვნების, წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავებას; საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების შესადგენად; მუნიციპალიტეტის პროექტებისა და ინვესტიციების ხელშეწყობისათვის წინადადებების მომზადებას;
ს) საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.“
|