„ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №19 |
|
2025 წლის 21 ივლისი ქ. ბოლნისი |
1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მერიის სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის საჭირო საორგანიზაციო საკითხთა მოგვარებას და აუცილებელი სამუშაო პირობების შექმნას;
ბ) მერიაში ერთიან საქმისწარმოებას და ამ მიზნებისთვის საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემების მართვას; მერიისა და მერიის თანამდებობის პირების სახელზე შემოსული წერილების, განცხადებების და სხვა დოკუმენტაციის დამუშავებას საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემების მეშვეობით; კორესპონდენციის განსახილველად კანონით დადგენილი ვადების დაცვის კონტროლს; კორესპონდენციის გადაგზავნას, საარქივო მასალების დამუშავებას და არქივის წარმოებას;
გ) მერიის საჯარო მოსამსახურეთა საკადრო პოლიტიკის შემუშავებასა და მის განხორციელებას; ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფას და კონტროლს; საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების მომზადებას; მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას; მერიის საჯარო მოსამსახურეებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას; კონტროლს საკადრო პოლიტიკის განხორციელებისა და ადამიანური რესურსების მართვის სფეროში; სამსახურებისთვის სამუშაო გეგმების და სამუშაოთა აღწერილობების მომზადებაში მეთოდურ დახმარებას; მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობებისა და სამუშაოს შესრულების შეფასებების და ანგარიშგების კრიტერიუმებისა და ფორმების დადგენას; მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის პირობების, წახალისების და დისციპლინარული ზომების გამოყენების წესების განსაზღვრის შესახებ წინადადებების მომზადებას; მოსამსახურეთათვის საკლასო ჩინების მინიჭების საკითხების მომზადებას; საჯარო მოსამსახურეთა ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზებას; კადრების საჭიროებათა შესწავლას და მათი მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი ღონისძიებების ორგანიზებას;
დ) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას; სამართლებრივი აქტის პროექტის მერიის სამსახურის მიერ მომზადების შემთხვევაში, ასევე, მათ შედგენაში მონაწილეობის მიღებას და სამართლებრივი აქტების პროექტების წინასწარ იურიდიულ ექსპერტიზას; განსახილველ საკითხებზე შესაბამისი დასკვნების მომზადებას; მერიის ინტერესების დაცვას სასამართლოში ;
ე) ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის (შემდგომ – მერი) ხელშეწყობას ადმინისტრაციულ ერთეულებში ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს უფლებამოსილებების განხორციელებისას და სამსახურში არსებული ადამიანური და მატერიალური რესურსების გამოყენებით – სათანადო ხელშემწყობი პირობების შექმნას მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების საქმიანობისთვის;
ვ) საკრებულოს და მერიის სამსახურების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;
ზ) ინფორმაციული ტექნოლოგიების და პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების სტრატეგიის შემუშავებას; პროგრამული პროდუქტების მომსახურების უზრუნველყოფას; კომპიუტერული ტექნიკის გამართულ ფუნქციონირებაზე მონიტორინგს; ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების სფეროში კონტრაქტორების, გარე შემსრულებლების მოძიებას და მათთან ურთიერთობების განვითარებას; ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიის შემუშავებას; ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურული ბაზის შექმნას და განვითარებას;
თ) მერიის კავშირურთიერთობების ორგანიზებას სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან;
ი) მერიაში დაგეგმილი შეხვედრების, თათბირების, პრესკონფერენციების, ბრიფინგების, ჟურნალისტებთან შეხვედრების ჩატარებისთვის აუცილებელი ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტას;
ი1) უზრუნველყოფს „ქალთა ოთახის“ ფუნქციონირებას;
კ) საზოგადოების ჩართულობას და მოქალაქეთა თანამონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში; ამ მიზნებისთვის მერის ხელშეწყობას მუნიციპალიტეტის დასახლებებში განსახორციელებელ საქმიანობასთან დაკავშირებით; დასახლებების საერთო კრებების ორგანიზებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (შემდგომ – საკრებულო) მიერ დამტკიცებული მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების ტიპური დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად;
ლ) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მიერ განხორციელებული ღონისძიებებისა და განსახორციელებელი პროექტების წარმოჩენას, მათი საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ფორმით მიწოდებას;
მ) მერის საქმიანობის ანგარიშების, პრესრელიზების მომზადებასა და გამოქვეყნებას; მუნიციპალიტეტის მერიის ვებგვერდისა და სოციალური ქსელების ადმინისტრირებას; მედიასაშუალებებთან და ჟურნალისტებთან ურთიერთობების წარმართვას; მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებების, პრესრელიზებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადებასა და მასობრივი საინფორმაციო საშუალებებისათვის მიწოდებას;
ნ) მუნიციპალიტეტში ქალისა და მამაკაცის თანასწორობის პოლიტიკის შექმნის ხელშეწყობა;
ო) მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნციპალური საბჭოს პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა;
პ) ადგილობრივ დონეზე, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და მუნიციპალური პროგრამების მომზადება;
ჟ) მუნიციპალიტეტის საქმიანობის ეფექტურობის და ქმედუნარიანობის ზრდის ხელშეწყობა ქალებისა და გოგონების საჭიროებების გამოვლენით და ჩართულობით;
რ) ახორციელებს, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკას და ასრულებს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის ადამიანის უფლებების სამოქმედო გეგმით აღებულ ვალდებულებებს;
ს) უზრუნველყოფს ვიზიტორთა საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურებას;
ტ) მუშაობს ადგილობრივი მოსახლეობის, ქალთა და გოგონათა ცნობიერების გაზრდაზე ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხებზე, ქალთა უფლებებზე, ოჯახში ძალადობის, ადრეული ქორწინების, მათი უნარების განვითარება-ჩამოყალიბების საკითხებზე;
უ) უზრუნველყოფს ქალისა და მამაკაცის რაოდენობრივი სტატისტიკის წარმოებას;
ფ) უზრუნველყოფს მუნიციპალურ დონეზე, ქალთა და გოგონათა მდგომარეობის და საჭიროების კვლევებს;
ქ) შეისწავლის ქალისა და მამაკაცის თანასწორობასთან დაკავშირებით პრობლემებს და არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, შეიმუშავებს წინადადებებს;
ღ) აწყობს გასვლით საინფორმაციო შეხვედრებს სხვადასხვა ინტერესის ჯგუფებთან. ჩართულია ცნობიერების ამაღლების კამპანიებში, საჭიროებების გამოსავლენად და მუნიციპალიტეტში წარსადგენად;
ყ) მოიპოვებს ინფორმაციას სხვადასხვა პროგრამებზე ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კუთხით და დაინტერესებულ მოქალაქეებს აწვდის ინფორმაციას;
შ) სახელმწიფო, თვითმმართველობის, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების და კერძო სექტორის პროგრამებისა და სერვისების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას დაინტერესებულ მხარეებთან ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით;
ჩ) ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით ბენეფიციარების და პროგრამების დაინტერესებულ მხარეებს აკავშირებს და ხელს უწყობს მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების განვითარების და სხვადასხვა ტექნიკის დაუფლების საქმეში;
ც) ქალთა შესაძლებლობის გაძლიერების მიზნით ქალისა და მამაკაცის თანასწორობის განყოფილება ხელს უწყობს ქალთა სამოქალაქო და ეკონომიკური შესაძლებლობის გაძლიერებას, საგანმანათლებლო და საკონსულტაციო შეხვედრების მოწყობას;
ძ) სხვადასხვა საინტერესო თემებთან დაკავშირებით აორგანიზებს შეხვედრებს სოფლად მცხოვრები ქალებისა და გოგონებისათვის;
წ) უფლებამოსილების ფარგლებში, ასრულებს ,,ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს;
ჭ) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“
2. მე-4 მუხლის მეორე პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხთა განყოფილება.
3. მე-111 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 111. ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხთა განყოფილება
1. ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხთა განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:
ა) მუნიციპალიტეტში ქალისა და მამაკაცის თანასწორობის პოლიტიკის შექმნის ხელშეწყობა;
ბ) მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა;
გ) ადგილობრივ დონეზე, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და მუნიციპალური პროგრამების მომზადება;
დ) მუნიციპალიტეტის საქმიანობის ეფექტურობის და ქმედუნარიანობის ზრდის ხელშეწყობა ქალებისა და გოგონების საჭიროებების გამოვლენით და ჩართულობით;
ე) ახორციელებს, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკას და ასრულებს გენდერული თანასწორობის ადამიანის უფლებების სამოქმედო გეგმით აღებულ ვალდებულებებს;
ვ) უზრუნველყოფს ვიზიტორთა საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურებას;
ზ) მუშაობს ადგილობრივი მოსახლეობის, ქალთა და გოგონათა ცნობიერების გაზრდაზე ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხებზე, ქალთა უფლებებზე, ოჯახში ძალადობის, ადრეული ქორწინების, მათი უნარების განვითარება-ჩამოყალიბების საკითხებზე;
თ) უზრუნველყოფს ქალისა და მამაკაცის რაოდენობრივი სტატისტიკის წარმოებას;
ი) უზრუნველყოფს მუნიციპალურ დონეზე, ქალთა და გოგონათა მდგომარეობის და საჭიროების კვლევებს;
ი1) უზრუნველყოფს „ქალთა ოთახის“ ფუნქციონირებას;
კ) შეისწავლის ქალისა და მამაკაცის თანასწორობასთან დაკავშირებით პრობლემებს და არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, შეიმუშავებს წინადადებებს;
ლ) აწყობს გასვლით საინფორმაციო შეხვედრებს სხვადასხვა ინტერესის ჯგუფებთან. ჩართულია ცნობიერების ამაღლების კამპანიებში, საჭიროებების გამოსავლენად და მუნიციპალიტეტში წარსადგენად;
მ) მოიპოვებს ინფორმაციას სხვადასხვა პროგრამებზე ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კუთხით და დაინტერესებულ მოქალაქეებს აწვდის ინფორმაციას;
ნ) სახელმწიფო, თვითმმართველობის, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების და კერძო სექტორის პროგრამებისა და სერვისების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას დაინტერესებულ მხარეებთან ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით;
ო) ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით ბენეფიციარების და პროგრამების დაინტერესებულ მხარეებს აკავშირებს და ხელს უწყობს მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების განვითარების და სხვადასხვა ტექნიკის დაუფლების საქმეში;
პ) ქალთა შესაძლებლობის გაძლიერების მიზნით ქალისა და მამაკაცის თანასწორობის განყოფილება ხელს უწყობს ქალთა სამოქალაქო და ეკონომიკური შესაძლებლობის გაძლიერებას, საგანმანათლებლო და საკონსულტაციო შეხვედრების მოწყობას;
ჟ) სხვადასხვა საინტერესო თემებთან დაკავშირებით აორგანიზებს შეხვედრებს სოფლად მცხოვრები ქალებისა და გოგონებისათვის;
რ) უფლებამოსილების ფარგლებში, ასრულებს ,, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს;
ს) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
|