„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №16
2022 წლის 28 ოქტომბერი
ქ. საგარეჯო
„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტების საფუძველზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №18 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 05/02/2018, 010250020.35.165.016315) დადგენილებით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს წარმოდგენილი რედაქციით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საგარეჯოს მუნიციპაალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსი გილაშვილი
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) დებულება (შემდგომში- დებულება) განსაზღვრავს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში – მერია) შიდა აუდიტის სამსახურის სამართლებრივ სტატუსს, უფლებამოსილებას, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახური არის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მერიის ერთიანი სისტემის – მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების, ადმინისტრაციული ერთეულების, მათ შორის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების, შიდა აუდიტის განხორციელებას.
სამსახური მოქმედებს „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიური დოკუმენტების, მეთოდური მითითებების, შიდა აუდიტის სტანდარტებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის შესწავლისა და ანალიზის საგანს შესაძლებელია წარმოადგენდეს დაწესებულებაში მიმდინარე ნებისმიერი საქმიანობის სფერო და პროცესი.
სამსახური ფუნქციურად დამოუკიდებელია და ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
დაუშვებელია სამსახურის საქმიანობაში ჩარევა, ან მასზე სხვაგვარი ზემოქმედება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ნებისმიერი შეზღუდვა, რაც ხელს უშლის შიდა აუდიტის დამოუკიდებლად და ეფექტურად ჩატარებას, ან ქმნის საფრთხის წარმოშობის წინაპირობას, უნდა განიხილებოდეს როგორც მნიშვნელოვანი დაბრკოლება. შიდა აუდიტის უფროსი ვალდებულია აცნობოს დაწესებულების ხელმძღვანელს აღნიშნული ფაქტის შესახებ, რათა გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები
მერი უზრუნველყოფს შიდა აუდიტორის ფუნქციურ დამოუკიდებლობას აუდიტის დაგეგმვის, განხორციელების, ანგარიშგებისა და გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის პროცესში.
სამსახური „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, მოქმედებს სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის ჩამოყალიბების, განვითარებისა და მასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაციის მიზნით შექმნილ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფთან (შემდგომში – ჰარმონიზაციის ცენტრი) კოორდინირებულად.
სამსახური თანამშრომლობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან. მოთხოვნის შემთხვევაში, აწვდის მას შესაბამის ინფორმაციას, ან/და დოკუმენტაციას და მასთან ურთიერთობას წარმართავს შიდა კონტროლის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
შიდა აუდიტის განხორციელების მიზნით სამსახურის მართლზომიერი მოთხოვნა, ან დავალება სავალდებულოა შესასრულებლად და მათი შეუსრულებლობა განიხილება მოსამსახურის დისციპლინური პასუხისმგებლობის გადაცდომად.
სამსახურის მისამართია: ქ. საგარეჯო, დავით აღმაშენებლის ქ. №9.
მუხლი 2. შიდა აუდიტის მიმართულებით სამსახურის მიზანი, ფუნქციები და ძირითადი მიმართულებები🔗
1. სამსახურის მიზანია მერიის საქმიანობის გაუმჯობესებისაკენ, მისი მიზნების მიღწევის უზრუნველყოფისა და მისი ამოცანების სრულყოფილად შესრულებისაკენ მიმართული დამოუკიდებელი, ობიექტური, მარწმუნებელი და საკონსულტაციო საქმიანობა, რომელიც სისტემატიზებული, დისციპლინებული და ორგანიზებული მიდგომით აფასებს და აუმჯობესებს რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესის ეფექტიანობას:
ა) საკონსულტაციო საქმიანობა წარმოადგენს მომსახურებას, რომლის ხასიათი და მასშტაბი შეთანხმებულია ობიექტთან და რომელიც ემსახურება დაწესებულების რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესების გაუმჯობესებას და დამატებითი ღირებულებების შექმნას, შიდა აუდიტორის მიერ მენეჯერული პასუხისმგებლობის აღების გარეშე. საკონსულტაციო მომსახურება მოიცავს, კონსულტაციის გაწევას, ფასილიტაციას, ტრენინგს:
ა. ა) სამსახური საკონსულტაციო საქმიანობას ახორციელებს საერთაშორისო სტანდარტებისა და საკონსულტაციო საქმიანობის პროცედურების შესაბამისად;
ა.ბ) საკონსულტაციო საქმიანობის გაწევამდე სამსახური უნდა შეთანხმდეს ობიექტთან მომსახურების მიზნებზე, მასშტაბზე, პასუხისმგებლობებზე და სხვა საკითხებზე, საკონსულტაციო საქმიანობის პროცედურების შესაბამისად.
ბ) მარწმუნებელი საქმიანობა ხორციელდება შიდა აუდიტორული შემოწმების სახით და მოიცავს დაწესებულების რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესების დამოუკიდებელი შეფასების მიზნით მტკიცებულებების ობიექტურ შესწავლას. მარწმუნებელი საქმიანობის ხასიათი, მასშტაბი, აუდიტის ობიექტები, შემოწმების სიხშირე, დრო/პერიოდი, ანგარიშის შინაარსი და შიდა აუდიტის განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება სამსახურის მიერ;
გ) სამსახურს უფლება აქვს განახორციელოს მარწმუნებელი საქმიანობა იმ სფეროში, რომელზეც მანამდე გაწეული აქვს საკონსულტაციო საქმიანობა იმ პირობით, რომ საკონსულტაციო საქმიანობის ხასიათი საფრთხეს არ შეუქმნის ობიექტურობის დაცვას;
2. სამსახურის ამოცანას წარმოადგენს დაწესებულებაში არსებული მმართველობითი, რისკის მართვისა და კონტროლის ღონისძიებების ადეკვატურობის, ეკონომიურობის, ეფექტიანობის, მოქმედ სტანდარტებთან და საქართველოს კანონმდებლობასთან, სხვა რეგულაციებთან და სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასება, რეკომენდაციების გაცემა და მერისთვის ინფორმაციის მიწოდება. აღნიშნული მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
ა) მერიის წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება;
ბ) მერიის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან, არსებულ წესებთან და მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობის შეფასება;
გ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;
დ) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება;
ე) მერიის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
ვ) მერიის აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება;
ზ) სამსახურის მიერ შემუშავებული და შიდა აუდიტორული ანგარიშით გათვალისწინებული რეკომენდაციების დროულ და შესაბამის შესრულებაზე უწყვეტი მონიტორინგი და შეფასება;
თ) შიდა აუდიტორული შემოწმებების განხორციელება შესაბამისობის, სისტემური, ფინანსური, ეფექტიანობის და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის სახით;
მუხლი 3. შიდა აუდიტორი:🔗
1. შიდა აუდიტორს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
2. შიდა აუდიტორები ახორციელებენ ამ დებულებით, თანამდებობრივი ინსტრუქციებით, თვითმმართველობის სამართლებრივი აქტებით, შრომითი ხელშეკრულებითა და სამსახურის უფროსის დავალებით განსაზღვრულ ფუნქციებს და პასუხისმგებელნი არიან სამსახურის უფროსის წინაშე;
3. შიდა აუდიტორი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის, შიდა აუდიტის სტანდარტების, შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის, სხვა ინსტრუქციებისა და სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
4. მერი უზრუნველყოფს შიდა აუდიტორის ფუნქციურ დამოუკიდებლობას აუდიტის დაგეგემვის, განხორციელების, ანგარიშგებისა და გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის პროცესში.
მუხლი 4. სამსახურის მიერ შიდა აუდიტის განხორციელება მოიცავს:🔗
1. ინფორმაციის იდენტიფიკაციას, შეგროვებას, ანალიზს, შეფასებას, დოკუმენტირებას და მოიცავს შემდეგ ეტაპებს: აუდიტის დაგეგმვას, აუდიტის განხორციელებას, ანგარიშგებას, გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს;
2. მუნიციპალიტეტის მერიის და ა(ა)იპ-ების საქმიანობაში არსებული რისკების დადგენას და შეფასებას, შეფასების შედეგად შიდა აუდიტის საქმიანობის დაგეგმვას, მათი ფუნქციონერებისა და მათ საქმიანობაში არსებული მოსალოდნელი საფრთხეების, ხარვეზებისა და რისკების შესახებ წერილობითი წინადადებების შემუშავებას და განხილვას;
3. მუნიციპალიტეტის მერიაში და ა(ა)იპ-ებში ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის შეფასებას და გაუმჯობესებას, მათი ფინანსების, აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასებას;
4. რისკების შეფასების შედეგად შიდა აუდიტორული გეგმების შედგენას და გეგმის შესაბამისად მუნიციპალიტეტის მერიაში და ა(ა)იპ-ებში შიდა აუდიტორული შემოწმების განხორციელებას, რომელიც მოიცავს შიდა აუდიტის ობიექტში განხორციელებული ქმედებების, დავალებებისა და პროცესების ერთობლიობას;
5. შიდა აუდიტორულ შემოწმებას, აუდიტის შემდეგი შესაძლო სახეების გამოყენებით: სისტემური აუდიტი, შესაბამისობის აუდიტი, ეფექტიანობის აუდიტი, ფინანსური აუდიტი და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი;
6. შიდა აუდიტორულ შემოწმებასთან დაკავშირებით წინასწარ კვლევას და ობიექტიდან პირველადი ინფორმაციის, დოკუმენტაციის და მონაცემების მიღებას და სტატისტიკურ და ანალიტიკურ დამუშავებას, შედეგად რესურსების გამოყენების გეგმის და სამუშაო პროგრამის შედგენას;
7. სამსახურის წლიურ გეგმაზე და წინასწარ კვლევებზე დაყრდნობით სამსახურის ინდივიდუალური გეგმის მომზადებას, დამტკიცებას და ობიექტისთვის გაგზავნას, რომელიც განსაზღვრავს სამსახურის მოქმედების სფეროს, კონკრეტულ დავალებებს, მათ ხანგრძლივობას, რესურსების გადანაწილებას, შიდა აუდიტორული შემოწმებისას გამოსაყენებელ მეთოდებს, ტექნიკებს და ასევე აუდიტის სახეს.
8. სამსახურის ქმედებების და ანალიტიკური პროცედურების შერჩეული მეთოდების მიხედვით განხორციელებას;
9. სამსახურის ობიექტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან, არსებულ წესებთან და მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობის შეფასებას;
10. მომსახურების მიზნების მისაღწევად საკმარისი, საიმედო, შესაბამისი და სასარგებლო ინფორმაციის განსაზღვრას და შეგროვებას, მიგნებების ჩამოყალიბებას და მათზე მტკიცებულებების მოპოვებას.
11. შემოწმების შედეგად სათანადო ანალიზების და შეფასებების საფუძველზე შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტის მომზადებას და ობიექტთან განხილვას;
12. საბოლოო ანგარიშის წარდგენას ობიექტისათვის და მუნიციპალიტეტის მერისათვის, რომელიც საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით მოიცავს ობიექტზე გაცემულ რეკომენდაციებს და მათ შესრულებასთან დაკავშირებულ ობიექტის მიერ წარმოდგენილ სამოქმედო გეგმას;
13. სამსახურის მიერ შიდა აუდიტორული შემოწმებების ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს;
14. სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციები სავალდებულოა შესასრულებლად და მათი შეუსრულებლობა შესაძლოა განხილულ იქნეს დაწესებულების მოსამსახურის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლად;
15. მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით შესაბამისი ანგარიშის შედგენას და მუნიციპალიტეტის მერისათვის წარდგენას;
16. სხვა საქმიანობები, რომლებიც გამომდინარეობს მერიის საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და შიდა აუდიტის დამოუკიდებლობის პრინციპებს;
მუხლი 5. ინსპექტირება - მონიტორინგის მიმართულებით სამსახურის მიზანი, ფუნქცია და ძირითადი მიმართულებები🔗
1. ინსპექტრება-მონიტორინგის კუთხით სამსახურის ძირითადი მიმართულებებია:
ა) მერიის სისტემაში სამსახურის კომპეტენციის გათვალისწინებით საჯარო მოსამსახურეთა ეთიკის და ქცევის ზოგადი წესების, მერიის შინაგანაწესის და სხვა სამართლებრივი აქტების დაცვაზე სამსახურებრივი ინსპექტირების განხორციელება და საჭიროების შემთხვევაში „საჯარო სამსახურის შესახებ „ საქართველოს კანონის შესაბამისად დისციპლინური წარმოების ჩატარება;
ბ)სამსახურებრივი გადაცდომის, ან/და მერიის მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმებისა და აღმოჩენის მიზნით, მერიის სისტემაში და მუნიციპალიტეტის მიერ 50% -ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული იურიდიულ პირებში სამსახურებრივი შემოწმების და კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელება.
2. სამსახურის მიერ ინსპექტირების განხორციელება მოიცავს:
ა) მუნიციპალიტეტის მერიის და ა(ა)იპ-ების საქმიანობაში მოსალოდნელი დარღვევების, კანონთა შეუსაბამო ქმედებების, ან/და სამსახურებრივი გადაცდომების ალბათობის შემცირებას, ან/და მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენას და ანალიზს;
ბ) მუნიციპალიტეტის მერიაში შრომის შინაგანაწესის დაცვის მდგომარეობისა და უფლება-მოვალეობების შესრულების კონტროლს;
გ) მუნიციპალიტეტის მერიაში და ა(ა)იპ-ებში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივ კონტროლს, მოსამსახურეთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების, სამსახურებრივ გადაცდომათა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენას, ამ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების შესწავლას და შესაბამის რეაგირებას;
დ) საბიუჯეტო სახსრების კანონიერად გამოყენებისა და ბიუჯეტის შესრულების კონტროლს;
ე) მუნიციპალიტეტის მერის დავალებით მოსამსახურეთა მიერ საკანონმდებლო მოთხოვნათა შეუსრულებლობის და სამსახურებრივი გადაცდომის ჩადენის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებას, მოკვლევას და გამომწვევი მიზეზების დადგენას;
ვ) სამსახურეობრივი შემოწმების ჩატარებას მერის ან/და სამსახურის უფროსის წერილობითი ან ზეპირი დავალების საფუძველზე;
ზ) განსახილველი საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ-ების ნებისმიერი თანამშრომლიდან, თანამდებობის პირიდან, განცხადების/საჩივრის წარმომდგენისგან სამსახურებრივი შემოწმებისათვის საჭირო დოკუმენტაციის, ინფორმაციის, განმარტების მიღებას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ინსპექტირების აქტის შედგენას;
თ) ნებაყოფლობის საფუძველზე განმარტებების ან/და ცნობების მიღებას იმ პირისაგან, რომელიც არ არის დაწესებულების თანამშრომელი და ფლობს საჭირო მონაცემებს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით; შესაბამისი ინსპექტირების აქტის შედგენას.
ი) სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებას განსაზღვრულ ვადებში.
კ) დისციპლინური წარმოების ჩატარებას „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პრინციპებისა და მოთხოვნების დაცვით;
ლ) ცხელი ხაზით და ელექტრონული ფოსტით შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირებას კომპეტენციის ფარგლებში;
მუხლი 6. სამსახურის უფლებამოსილება მარწმუნებელი და საკონსულტაციო საქმიანობის ფარგლებში🔗
სამსახურის უფლებამოსილებას წარმოადგენს, დაწესებულების სისტემის საქმიანობის გაუმჯობესება და მისი მიზნების მიღწევის ხელშეწყობა, შემდეგი საქმიანობის განხორციელებით:
ა) მერიის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში განახორციელოს შიდა აუდიტორული შემოწმება აუდიტის სახეების გამოყენებით:
ა.ა) შესაბამისობის აუდიტი;
ა.ბ) სისტემური აუდიტი;
ა.გ) ფინანსური აუდიტი;
ა.დ) ეფექტიანობის აუდიტი;
ა.ე) ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი.
ბ) გასწიოს საკონსულტაციო საქმიანობა საერთაშორისო სტანდარტებისა და საკონსულტაციო საქმიანობის პროცედურის შესაბამისად.
გ)სამსახურს შიდა აუდიტორული შემოწმების ჩატარების, რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის და საკონსულტაციო საქმიანობის განხორციელების მიზნით, უფლება აქვს მერიის სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირებიდან შეუზღუდავად მოითხოვოს მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია, დოკუმენტი და ხელი მიუწვდებოდეს მონაცემთა ბაზებზე, მიუხედავად მათი ფორმისა, (ელექტრონული ვერსია და სხვ.) მიიღოს მერიის სისტემის ნებისმიერი თანამშრომლისგან შესაბამისი ინფორმაცია, ან განმარტება. აგრეთვე, უფლება აქვს მოითხოვოს დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენა, გადაიღოს დოკუმენტის ასლები და სხვა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვებისა; აუდიტორებისთვის ინფრმაციაზე წვდომის შეზღუდვა განიხილება მოსამსახურის დისციპლინური პასუხისმგებლობის გადაცდომად.
დ) რისკზე დაფუძნებული შიდა აუდიტის შემდეგი ეტაპების-აუდიტის დაგეგმვის, აუდიტის განხორციელების, ანგარიშგების, გაცემული რეკომენდაციების შემდგომი შესრულების მონიტორინგის განხორციელების უზრუნველყოფა;
ე) აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმით განსაზღვრა - შიდა აუდიტის მოქმედების სფეროსი, მიზნების და ამოცანების, აუდიტის სახის, შიდა აუდიტის ობიექტის სახელწოდების, შიდა აუდიტის განხორციელების მეთოდების/ფარგლების, აუდიტორთა ჯგუფის პერსონალური შემადგენლობის, შესამოწმებელი პერიოდის, შემოწმების ვადის და სხვა მნიშვნელოვანი კომპონენტების;
ვ) დაწესებულების სისტემაში „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად და დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში, შიდა აუდიტის განხორციელება, შიდა აუდიტის შედეგებისა და რეკომენდაციების მერისთვის წარდგენა.
ზ) საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტი ან ექსპერტი;
თ) დაწესებულების სისტემის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით, რეკომენდაციების შემუშავება;
ი) შიდა აუდიტორული შემოწმების შემდეგ, შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტის შედგენა, რომელიც ასახავს შიდა აუდიტის პროცესსა და გამოვლენილ ფაქტებს, მათ ანალიზს და მათ საფუძველზე შემუშავებულ რეკომენდაციებს;
კ) შიდა აუდიტის ობიექტის მიერ შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტის შესახებ საკუთარი მოსაზრების და რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმის უზრუნველყოფას სამსახურის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, რის შემდეგაც სამსახური საბოლოო სახით აყალიბებს შიდა აუდიტორულ ანგარიშს და რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმასთან ერთად წარუდგენს მერს;
ლ) დადგენილი წესით შიდა აუდიტის ობიექტისათვის რეკომენდაციების მიცემა და მათი შესრულების მონიტორინგის განხორციელება;
მ) დაწესებულების სისტემაში დასაბუთებული საჭიროების შემთხვევაში მერთან შეთანხმებით განახორციელოს არაგეგმიური აუდიტი;
ნ) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
მუხლი 7. სამსახური ვალდებულია🔗
1.სამსახურის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, სამსახური ვალდებულია:
ა) დაიცვას წინამდებარე დებულება, შიდა აუდიტის სტანდარტები, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის მეთოდოლოგია, შიდა აუდიტორთა სახელმძღვანელო პრინციპები და შიდა აუდიტის მარეგულირებლის სხვა სამართლებრივი აქტები;
ბ) შიდა აუდიტორული შემოწმების დაწყებამდე შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგინოს აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმა;
გ) შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტი გაუგზავნოს შიდა აუდიტის ობიექტს იმ მიზნით, რომ მან წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრება და არგუმენტირებული პასუხი შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტში დასმულ საკითხებთან დაკავშირებით, რაც აისახება საბოლოო შიდა აუდიტორულ ანგარიშში;
დ) საბოლოო შიდა აუდიტორული ანგარიში და გაცემული რეკომენდაციების შესრულების გეგმა წარუდგინოს მერს;
ე) შიდა აუდიტის წლიური ანგარიში წარუდგინოს მერს და ჰარმონიზაციის ცენტრს მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე;
ვ) სამსახურებრივი შემოწმების შედეგად, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, ინფორმაცია მიაწოდოს მერს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას კონკრეტული მასალების შესაბამის სამართალდამცავ ორგანოში გადაგზავნის შესახებ;
ზ) უზრუნველყოს შიდა აუდიტის ობიექტის სახელმწიფო, სამსახურებრივი, კომერციული და პირადი საიდუმლოების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ გაამჟღავნოს ინფორმაცია, რომელიც ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას ან მასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გამომდინარეობს შიდა აუდიტორული შემოწმების მიზნიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით;+
თ) მერის თანხმობის გარეშე არ გახადოს საჯარო შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ი) დაიცვას თავისი საქმიანობის წარმართვისას - კანონიერების, დამოუკიდებლობის, კეთილსინდისიერების, ობიექტურობის, პროფესიონალიზმის, კონფიდენციალურობის, გამჭვირვალობის ძირითადი პრინციპები;
2. სამსახურის მოხელეთა მოთხოვნის შემთხვევაში, მერიის ნებისმიერი თანამშრომელი ვალდებულია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში სათანადო დახმარება გაუწიოს შიდა აუდიტორს შიდა აუდიტორული შემოწმებისა და საკონსულტაციო საქმიანობის განხორციელების პროცესში, გამოცხადდეს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში მისცეს სათანადო განმარტება, ან წარუდგინოს შესაბამისი ინფორმაცია, უზრუნველყოს არსებული მონაცემთა ბაზებისა და დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობა;
3. სამსახური უფლებამოსილია, განახორციელოს შიდა აუდიტთან დაკავშირებული სხვა ფუნქციები „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
მუხლი 8. ინტერესთა კონფლიქტი🔗
1. სამსახურის მოსამსახურეს, რომელიც ახორციელებს შიდა აუდიტორულ შემოწმებას/მონიტორინგს, უფლება არ აქვს დაწესებულებაში შეასრულოს სხვა ფუნქციები, გარდა „სახელმწიფო ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონითა და მისგან გამომდინარე სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციებისა.
2. სამსახურის შიდა აუდიტორი არ მონაწილეობს შიდა აუდიტორულ შემოწმებაში, თუ გამოვლინდა ინტერესთა კონფლიქტის ერთ-ერთი შემდეგი შემთხვევა:
ა) შიდა აუდიტორი შესამოწმებელ პერიოდში მუშაობდა შიდა აუდიტის ობიექტში;
ბ) შიდა აუდიტორის პირველი და მეორე რიგის მემკვიდრეებს ბოლო ერთ წლის განმავლობაში უკავიათ, ან შესამოწმებელ პერიოდში ეკავათ ხელმძღვანელი თანამდებობები შიდა აუდიტის ობიექტში;
გ) ინტერესთა კონფლიქტის სხვა შემთხვევა, რომელსაც აფასებს სამსახურის უფროსი;
3. შიდა აუდიტორული შემოწმების დაწყებამდე, აუდიტის ჯგუფის წევრები ვალდებულნი არიან ინტერესთა შეუთავსებლობის არარსებობა დაადასტურონ ინტერესთა შეუთავსებლობის არარსებობის შესახებ დოკუმენტზე ხელმოწერით.
მუხლი 9. აცილების საფუძველი🔗
სამსახურის მოსამსახურე არ მონაწილეობს შიდა აუდიტის განხორციელების პროცესში, თუ შიდა აუდიტორულ შემოწმებას დაქვემდებარებული პირი არის მასთან „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრულ დამოკიდებულებაში ან არსებობს სხვა ნებისმიერი გარემოება, რომელიც იძლევა ვარაუდის საფუძველს, აუდიტორულ შემოწმების შედეგებით სამსახურის მოსამსახურის შესაძლო სუბიექტური დაინტერესების შესახებ;
სამსახურის მოსამსახურის შიდა აუდიტორული პროცესიდან აცილების საკითხს წყვეტს სამსახურის უფროსი, ხოლო სამსახურის უფროსის აცილების საკითხს-მერი.
მუხლი 10. სამსახურის ხელმძღვანელი🔗
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის საქმიანობას უძღვება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელსაც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი;
სამსახურის ხელმძღვანელი საქმიანობას წარმართავს „სახელმწიფო შიდა ფინანასური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის, წინამდებარე დებულების, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად;
სამსახურის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე;
სამსახურის ხელმძღვანელის არყოფნის პერიოდში მის მოვალეობებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით და მერის დავალებით ასრულებს ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე;
სამსახურის ხელმძღვანელი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ) შეიმუშავებს და დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს შიდა აუდიტის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს;
გ) მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს წინადადებას შიდა აუდიტის წლიურ და სტრატეგიულ გეგმაში ცვლილებების შეტანის თაობაზე;
დ) სამსახურის საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს მერს;
ე) დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
ვ) შეიმუშავებს აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალურ გეგმას;
ზ) შეიმუშავებს და ახორციელებს შიდა აუდიტის საქმიანობისა და რეკომენდაციების მონიტორინგის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამას;
თ) კოორდინაციას უწევს სამსახურის თანამშრომელთა საქმიანობას და უნაწილებს მათ ფუნქციებს ცოდნისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
ი) ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას სამსახურის თანამშრომელთა საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობაზე;
კ) თანამშრომლობს ჰარმონიზაციის ცენტრთან და მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის მას შესაბამის დოკუმენტაციასა და ინფორმაციას;
ლ) პასუხისმგებელია შიდა აუდიტის მონიტორინგის პროცედურების განხორციელებასა და რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის პროცესის დაგეგმვაზე;
მ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს;
ნ) მერს პერიოდულად წარუდგენს წინადადებებს, რეკომენდაციებს და ანგარიშს შესრულებული სამუშაოს შესახებ;
ო) კოორდინაციას უწევს შიდა აუდიტორთა საქმიანობას და ანაწილებს მათ შორის
პ) უფლებამოსილია ცალკეული უფლებამოსილების განხორციელების განხორციელების მიზნით გამოყოს პასუხისმგებელი პირი ან პირთა ჯგუფი;
ჟ) კომპეტენციის ფარგლებში გასცემს დასკვნებს, წინადადებებს, რეკომენდაციებს და მითითებებს.
რ) წარუდგენს მერს წინადადებებს, სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, სამსახურეობრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
მუხლი 11. დასკვნითი დებულებები🔗
1. სამსახურის დებულებას მერის წარდგინებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო;
2. ყველა ის საკითხი, რომელსაც არ ითვალისწინებს წინამდებარე დებულება, რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით.
3. სამსახურის დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.