„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №52-23 |
|
2025 წლის 28 თებერვალი ქ. თბილისი |
|
2. სააგენტოს სრული დასახელებაა: „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქონების მართვის სააგენტო“. სააგენტო უფლებამოსილია გამოიყენოს სააგენტოს შემოკლებული დასახელება „სსიპ – ქონების მართვის სააგენტო“.
3. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, სხვა სამართლებრივი აქტებითა და წინამდებარე დებულებით.
4. სააგენტო ანგარიშვალდებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის წინაშე საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში და წესით.
5. სააგენტო საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობაში და სასამართლოში.
6. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ემბლემა, ბეჭედი და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
7. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ.თბილისი, ჟ.შარტავას ქუჩა №7.
მუხლი 2. სააგენტოს მიზნები და ფუნქციები
1. სააგენტოს საქმიანობის მიზნებია:
ა) კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელება;
ბ) კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე დაინტერესებულ პირთათვის ეფექტური, მოქნილი და სრულყოფილი მომსახურების შეთავაზება.
2. სააგენტოს ფუნქციებია:
ა) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის უძრავი ქონების აღრიცხვა-რეგისტრაციის უზრუნველყოფა;
ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებების საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება და უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირება (ფართობის შემცირებით), თუ დაინტერესებული პირის მიერ შესაბამისი განცხადებით წარმოდგენილი იქნება სარეგისტრაციო წარმოებისას სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – საჯარო რეესტრი) მიერ გაცემული გადაფარვის (ზედდების) ამსახველი სიტუაციური ნახაზი და გადაფარვაში მოხვედრილ უძრავ ქონებაზე „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული საკუთრების უფლების ან/და მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი ერთ-ერთი დოკუმენტის ასლი;
გ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილებასთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, ფართობის გაზრდა დაურეგისტრირებელი უძრავი ნივთის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრაციისა და რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების განხორციელების გზით;
დ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღება, აუქციონის ორგანიზება, ჩატარება და შედეგების გაფორმება;
ე) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირების (არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის და 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი იურიდიული პირის) ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების/რეალიზაციის ან სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, აუქციონის ორგანიზება, ჩატარება და შედეგების გაფორმება;
ვ) მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვის შემთხვევაში ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ შესაბამისი სახელშეკრულებო პირობების/ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი და ქონების გამოყენების წესების დაცვა;
ზ) „ყოფილი კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობის შედეგად დაზარალებულ პირთა მიმართ „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონით აღიარებულ კოოპერატიულ ბინათმშენებლობასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულების საკითხის დარეგულირების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 მარტის №419 განკარგულებიდან გამომდინარე, ყოფილი კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობის შედეგად დაზარალებულ პირთა უძრავი ქონებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება, მათ შორის, შესაბამის კონკურენტული შერჩევის საფუძველზე, ინტერესთა გამოხატვაზე მოწვევის გამოცხადება და გამარჯვებული პირების გამოვლენა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისა და საკრებულოს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების/შესაბამისი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება და სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; ასევე, ყოფილი კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობის შედეგად დაზარალებულ პირთა უძრავი ქონებით უზრუნველყოფის თაობაზე სააგენტოში წარმოდგენილი განცხადებების განხილვა და შესაბამისი კორესპონდენციის წარმოება;
თ) ღონისძიებების გატარება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იმ ქონებაზე, რომლითაც სარგებლობს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის არმქონე პირი და რომელიც მას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს;
ი) უძრავი ქონების აზომვითი სამუშაოების შესრულება;
კ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების, მათ შორის, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (შენობა-ნაგებობებით ან მათ გარეშე), აგრეთვე წილების/აქციების (გარდა მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისათვის საჭირო ძირითადი (განუსხვისებელი) ქონებისა) სახელმწიფოს ან ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და გადაწყვეტილების მისაღებად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისათვის წარდგენა;
ლ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული ან/და მის მართვას დაქვემდებარებული იურიდიული პირების საკუთრებაში (კაპიტალში) არსებული ან საკუთრებაში მისაღები ქონების ღირებულებითი შეფასების სამუშაოების შესრულების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მათი ღირებულებითი შეფასების დაკვეთა;
მ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ და 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებულ საწარმოთა მართვა ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში და წესით;
ნ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საწარმოების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის ანალიზი, ამ საწარმოთა ფინანსური ანგარიშების (ბალანსების, მოგება-ზარალის ანგარიშგების, ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგების) მიღების უზრუნველყოფა, მათი საქმიანობის თაობაზე ანგარიშების მოსმენა და შეჯამებული ანგარიშის წარდგენა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისთვის;
ო) საწარმოთა საქმიანობის შედეგად მიღებული მოგებიდან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის კუთვნილი დივიდენდების მობილიზაცია და წინადადებების ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარდგენა;
პ) საწარმოთა აუდიტორული შემოწმებების ორგანიზების კონტროლი;
ჟ) საწარმოთა დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხების განხილვა და კოორდინაცია, ამ საკითხებთან დაკავშირებული სათანადო წინადადებებისა და დოკუმენტაციის პროექტების მომზადება; არაეფექტური და წამგებიანი საწარმოების გამოვლენა და შემდგომი რეაგირების მიზნით, სათანადო წინადადებების შემუშავება;
რ) საწარმოებში „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დამფუძნებლისათვის მინიჭებული (პარტნიორის/აქციონერის) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისათვის წარსადგენად შესაბამისი პროექტების მომზადება, საწარმოთა მართვაში მონაწილეობის მიღება;
ს) საწარმოებში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის (როგორც პარტნიორის) წარმომადგენელთა დანიშვნის (არჩევის) შესახებ საკითხების განხილვა-კოორდინაცია და სათანადო წინადადებების შემუშავება;
ტ) საწარმოების ბალანსზე/კაპიტალში რიცხული ქონების გირაოთი ან იპოთეკით დატვირთვის ან/და იმ ვალდებულებებთან/საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისთვის წარდგენა, რისთვისაც წესდებითა და მოქმედი კანონმდებლობით საჭიროა პარტნიორის თანხმობა;
უ) საწარმოების წესდებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე წინადადებების მომზადება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის წინაშე საწარმოთა კაპიტალში ცვლილებასთან დაკავშირებით;
ფ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების საკუთრებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა/გადაწყვეტა და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისთვის წარდგენის ორგანიზება;
ქ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სახელით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობის ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილების/აქციების მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე ხელშეკრულებების გაფორმება;
ღ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 100-პროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოსათვის ან/და თბილისის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებითა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილების/აქციების პირდაპირი განკარგვის ფორმით მართვის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
ყ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის თანხმობის საფუძველზე, სახელმწიფოსა და ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოებისათვის, სხვა მუნიციპალიტეტისათვის, საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის (გარდა პოლიტიკური პარტიისა), სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის და სახელმწიფოს 100-პროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოსათვის, აგრეთვე თბილისის იმ საწარმოსათვის, რომელშიც თბილისის წილობრივი მონაწილეობა 100 პროცენტზე ნაკლებია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილებისა და აქციების პირდაპირი განკარგვის ფორმით მართვის უფლებით გადაცემა;
შ) სააუქციონო პირობის შესრულების შემთხვევაში, დაინტერესებული პირისთვის (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (მთავრობის) მოვალისთვის) ქალაქგეგმარებითი შეზღუდვის მოხსნა;
ჩ) ვალდებულების მთლიანი ან ნაწილობრივი შესრულების დადასტურება;
ც) დაინტერესებული პირის (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (მთავრობის) მოვალისთვის) სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევის გამო დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების საკითხის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისთვის წარდგენა;
ძ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, ასევე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ან/და 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებული, მოქმედი კანონმდებლობით მის კომპეტენციას მიკუთვნებული, ღონისძიებების გატარება, მათ შორის აღნიშნული ქონების აუქციონის გზით განკარგვის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით საკითხის განხილვა;
წ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ბიზნეს და სამშენებლო განვითარების პროექტების შემუშავება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი სპეციალისტების მომსახურების მიღება;
ჭ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სარგებლობის ან საკუთრების უფლებით გადაცემული ქონების მესამე პირებისათვის სარგებლობის უფლებით (იჯარის, ქვეიჯარის, ქირავნობის, ქვექირავნობის, თხოვების ფორმით) გადაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება;
ხ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტთან (როგორც უძრავი ქონების ერთ-ერთ თანამესაკუთრესთან) შეთანხმებას დაქვემდებარებული, უძრავი ქონების მიმართ გათვალისწინებული მოქმედებებისას (თუ ეს მოქმედებები არ იწვევს თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში/თანასაკუთრებაში არსებული ნივთის/ წილობრივი მიწის ნაკვეთის ფართობის შემცირებას ან რეგისტრაციის გაუქმებას), თანამესაკუთრის სახელით შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება, გარდა ამ პუნქტის „ჭ“ და „ჯ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ჯ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტთან (როგორც უძრავი ქონების ერთ-ერთ თანამესაკუთრესთან) შეთანხმებას დაქვემდებარებული, უძრავი ქონების მიმართ გათვალისწინებული მოქმედებების შესახებ (თუ ეს მოქმედებები იწვევს თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში/თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის/ქონების ფართობის შემცირებას ან რეგისტრაციის გაუქმებას) თანამესაკუთრის სახელით შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად საკითხის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისათვის წარდგენა;
ჰ) „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (თანა)საკუთრებაში არსებულ/დაურეგისტრირებელ უძრავ ქონებაზე მშენებლობის ნებართვის მიღებასთან ან/და სხვა სახის წარმოებასთან დაკავშირებით, დაინტერესებული პირის მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის თაობაზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის, როგორც უძრავი ქონების ან/და ხაზობრივი ნაგებობის მესაკუთრის/ შესაძლო მესაკუთრის პოზიციის დაფიქსირება;
ჰ1) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ, სარგებლობის ან საკუთრების უფლებით გადაცემულ ქონებაზე საკუთრების მოწმობის გაცემამდე ან/და ვალდებულებების შესრულების დადასტურებამდე აუქციონში გამარჯვებულის ცვლილებასთან, შეძენილი ქონების იპოთეკით, გირავნობით ან სერვიტუტით დატვირთვის/გაუქმების, მესამე პირზე სარგებლობის უფლებით გადაცემასა ან/და სხვა სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება;
ჰ2) კომპეტენციის ფარგლებში საინვესტიციო პროექტების ინიციირება და ინვესტიციების მოზიდვა;
ჰ3) ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული მიწის ნაკვეთების საზღვრების მართვა, შესაბამისი დასკვნებისა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადება;
ჰ4) სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება/ მონიტორინგი და რეკომენდაციების შემუშავება;
ჰ5) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის მონიტორინგი, სააგენტოს დადებითი რეპუტაციის შენარჩუნებისა და ამაღლების მიზნით სათანადო ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება;
ჰ6) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
3. სააგენტო უფლებამოსილია, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების ან უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირების პროცედურები გაატაროს ამ მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარმოდგენის გარეშე, თუ შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა, მისი ინიციატივით.
4. სააგენტო უფლებამოსილია, გაატაროს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირების (ფართობის უცვლელად) ან/და მასზე კანონმდებლობით დადგენილი წესით სერვიტუტის დადგენის/მისი გაუქმების პროცედურები, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილების გარეშე, სააგენტოს უფროსის ბრძანების საფუძველზე, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დაინტერესებული პირის მომართვისას ან საკუთარი ინიციატივით.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის ნამდვილობაზე პასუხისმგებელია განმცხადებელი. სააგენტო და მისი თანამშრომლები პასუხს არ აგებენ აღნიშნული დოკუმენტაციის ნამდვილობაზე ან ამ დოკუმენტაციით გათვალისწინებული უძრავი ქონების და გადაფარვაში (ზედდებაში) გამოვლენილი უძრავი ქონების იდენტურობაზე. აღნიშნული იდენტურობის დამადასტურებელ დოკუმენტად მიიჩნევა სარეგისტრაციო წარმოებისას გაცემული სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილება და შესაბამისი გადაფარვის (ზედდების) ამსახველი სიტუაციური ნახაზი.
6. სააგენტო უფლებამოსილია ამ დებულებით განსაზღვრული საქმიანობის გარდა ასევე განახორციელოს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული, მათ შორის, საშუამავლო საქმიანობა/მომსახურება, საკუთარი სახელით შეიძინოს და განკარგოს ქონება, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო და არასახელმწიფო მიზნობრივი და არამიზნობრივი პროექტების/პროგრამების განხორციელებასა ან/და დაფინანსებაში, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
7. სააგენტო, თავისი მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებისას უფლებამოსილია, აწარმოოს ნებისმიერი მიმოწერა, მიიღოს, შეადგინოს ან/და გასცეს დოკუმენტაცია, მიიღოს გადაწყვეტილება, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი როგორც წერილობითი, ასევე ელექტრონული ფორმით, ელექტრონული წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით.
8. სააგენტოს მიერ ელექტრონული ფორმით შექმნილ ან/და გაცემულ ნებისმიერ დოკუმენტს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც წერილობით დოკუმენტს, თუ ელექტრონული ფორმით გაცემული დოკუმენტის ნამდვილობის გადამოწმება შესაძლებელია სააგენტოს ინტერნეტსაიტის მეშვეობით. სააგენტოს მიერ ელექტრონული ფორმით გაცემულ დოკუმენტებს აქვთ იურიდიული ძალა ხელმოწერის და ბეჭდის გარეშე.
მუხლი 3. წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება
1. სააგენტო კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვასთან დაკავშირებულ უფლებამოსილებებს.
2. სააგენტო უფლებამოსილია ფასიანი მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლები მიიღოს საკუთარ ანგარიშზე.
მუხლი 4. სააგენტოს ხელმძღვანელობა
1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ თბილისის მთავრობა.
2. სააგენტოს უფროსს ჰყავს მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი.
3. სააგენტოს უფროსის მოადგილეები ანგარიშვალდებულნი არიან სააგენტოს უფროსის წინაშე.
4. სააგენტოს უფროსის მოადგილეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს სააგენტოს უფროსი.
5. სააგენტოს უფროსის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის პერიოდში სააგენტოს უფროსის მოვალეობას, სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ასრულებს სააგენტოს უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.
6. სააგენტოს უფროსის ერთ-ერთი მოადგილე სააგენტოს უფროსის მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შეუძლებლობის შემთხვევაში, თბილისის მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ასრულებს სააგენტოს უფროსის მოვალეობას.
მუხლი 5. სააგენტოს უფროსი
1. სააგენტოს უფროსი:
ა) წარმოადგენს სააგენტოს, უზრუნველყოფს მისი ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელებას;
ბ) ხელმძღვანელობს და წარმართავს სააგენტოს საქმიანობას;
გ) უზრუნველყოფს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კონტროლს და ახორციელებს მათ მეთოდურ ხელმძღვანელობას;
დ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის თანხმობით, განსაზღვრავს და ამტკიცებს სააგენტოს საშტატო ნუსხას, თანამდებობრივი სარგოების ოდენობას;
ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს, დებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს, მათ მიმართ გამოიყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;
ვ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი უფლებამოსილებების ფარგლებში, იღებს გადაწყვეტილებებს სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე და გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ზ) იწვევს სპეციალისტებს ხელშეკრულების საფუძველზე კონკრეტული საქმიანობის განხორციელების მიზნით;
თ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს;
ი) ამტკიცებს თანამდებობრივ ინსტრუქციებს;
კ) სააგენტოში სტაჟირების გავლის მიზნით, ნიშნავს და ათავისუფლებს სტაჟიორებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ლ) ანაწილებს მოვალეობებს სააგენტოს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, აკონტროლებს თანამშრომელთა მიერ მოვალეობების შესრულებას;
მ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს სააგენტოს ბიუჯეტის პროექტს;
ნ) შუამდგომლობს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის წინაშე იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის შესახებ, რომლებიც საჭიროა სააგენტოს ამოცანების შესასრულებლად;
ო) იღებს გადაწყვეტილებებს სააგენტოს სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების განკარგვის შესახებ, რომლებიც საჭიროა სააგენტოს ამოცანების შესასრულებლად;
პ) სააგენტოს წინაშე არსებული საკითხების ეფექტურად გადაწყვეტის მიზნით უფლებამოსილია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შექმნას სამუშაო ჯგუფები შესაბამისი რეკომენდაციების მოსამზადებლად;
ჟ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგენს ანგარიშს სააგენტოს საქმიანობის შესახებ;
რ) ხელს აწერს სააგენტოს სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;
ს) წარმოადგენს სააგენტოს და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალურ ურთიერთობებში, ასრულებს სხვა წარმომადგენლობით ფუნქციებს;
ტ) ახორციელებს სხვა ადმინისტრაციულ ფუნქციებს;
უ) ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. სააგენტოს, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ჰყავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, რომელიც ანგარიშვალდებულია სააგენტოს უფროსის წინაშე.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელება, სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, შეიძლება დაევალოს სააგენტოს უფროსის მოადგილეს/მოადგილეებს ან/და სამსახურის უფროსს.
მუხლი 6. სააგენტოს უფროსის მოადგილეები
სააგენტოს უფროსის მოადგილეები:
ა) სააგენტოს უფროსის დავალების შემთხვევაში კოორდინაციას უწევენ სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას;
ბ) აკონტროლებენ სააგენტოს უფროსის გადაწყვეტილებების შესრულებას;
გ) ახორციელებენ თანამდებობრივი ინსტრუქციითა და სააგენტოს უფროსის აქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს;
დ) ასრულებენ სააგენტოს უფროსის ცალკეულ დავალებებს;
ე) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერენ ან ვიზას ადებენ მომზადებულ დოკუმენტებს;
ვ) სააგენტოს საქმიანობიდან გამომდინარე, ახორციელებენ მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მათთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 7. სააგენტოს სტრუქტურა
1. სააგენტო თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს სტრუქტურული ერთეულების – სამსახურების მეშვეობით.
2. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ადამიანური რესურსების მართვისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამსახური;
ბ) საფინანსო და მომსახურების სამსახური;
გ) ქონების მართვისა და განკარგვის სამსახური;
დ) ქონების აღრიცხვისა და მონიტორინგის სამსახური;
ე) ქალაქგეგმარებისა და მიწის ნაკვეთების საზღვრების მომზადების სამსახური;
ვ) უძრავი ქონების მონაცვლეობის საკითხების განმხილველი სამსახური.
ზ) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახური;
თ) საჯარო ინფორმაციის გაცემისა და სასამართლოსთან წარმომადგენლობის უზრუნველყოფის სამსახური;
ი) საინვესტიციო პროექტების მართვისა და ხელშეკრულებების მონიტორინგის სამსახური.
3. სააგენტოს საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოების ოდენობა განისაზღვრება სააგენტოს უფროსის მიერ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობასთან შეთანხმებით.
მუხლი 8. სამსახურის ხელმძღვანელთა უფლებამოსილებები
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი.
2. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია სააგენტოს უფროსის წინაშე.
3. სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს სამსახურს დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს სამსახურის თანამშრომლებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებს;
დ) სამსახურის სახელით ვიზას ადებს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტაციას;
ე) სამსახურის სახელით ვიზას ადებს/ხელს აწერს სააგენტოს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან გასაგზავნ დოკუმენტებს;
ვ) ასრულებს სააგენტოს დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს, აგრეთვე, სააგენტოს უფროსის/კურატორი მოადგილის ცალკეულ დავალებებს.
მუხლი 9. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების – სამსახურების უფლებამოსილებანი
1. ადამიანური რესურსების მართვისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამსახურის უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) საარქივო საქმიანობის წარმართვა – საქმისწარმოების დასრულებული დოკუმენტების აღრიცხვა, დამუშავება და არქივისათვის გადაცემა, საიდუმლო დოკუმენტების დაცვისა და ბრუნვის უზრუნველყოფა;
ბ) სააგენტოს მიერ გამოცემული, ასევე დელეგირების საფუძველზე სააგენტოში დაცული, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ან სხვა დოკუმენტების ასლების დამოწმების უზრუნველყოფა;
გ) განსახილველად შემოსული დოკუმენტების აღრიცხვა, მათი შესრულებისა და ვადების კონტროლი;
დ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე წარდგენის მიზნით, სააგენტოს მიერ ინიციირებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების ელექტრონული საქმისწარმოების პროგრამაში ასატვირთად ტექნიკური და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება;
ე) სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის უზრუნველყოფა, ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიისა და ერთიანი საკადრო პოლიტიკის შემუშავება;
ვ) სააგენტოს უფროსის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება თანამშრომელთა დანიშვნის, დაწინაურების, გათავისუფლების, გადაყვანის, შვებულების, მივლინების, წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესახებ და სხვა სამსახურებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით;
ზ) სააგენტოს თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულების პროექტების მომზადების და გაფორმების უზრუნველყოფა;
თ) სააგენტოს თანამშრომელთა პირადი საქმეებისა და შესაბამისი დოკუმენტების აღრიცხვა-წარმოება;
ი) სააგენტოს შრომის შინაგანაწესის პროექტის შემუშავება და შრომის დისციპლინის დაცვაზე კონტროლის განხორციელება. სააგენტოში არსებული თანამდებობებისთვის სამუშაოს აღწერილობის შემუშავება/განახლება;
კ) სააგენტოში სტაჟირების, პრაქტიკის გავლისა და შესაბამისი მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ლ) სააგენტოში შეფასებისა და კონკურსების ორგანიზება;
მ) სააგენტოში არსებული მოტივაციისა და წახალისების სისტემის ანალიზი, თანამშრომელთა მოტივაციისა და წახალისების სისტემის სრულყოფის წინადადებების შემუშავება, დანერგვა და განხორციელების კონტროლი;
ნ) სააგენტოს მიერ ინიციირებული ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება;
ო)სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
პ) სააგენტოს უფროსის ან/და კურატორი მოადგილის ცალკეული დავალებების შესრულება;
ჟ) ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება.
2. საფინანსო და მომსახურების სამსახურის უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) წინადადებათა მომზადება სააგენტოს საფინანსო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრის თაობაზე;
ბ) სააგენტოს ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შედგენა და მისი აღსრულების კოორდინაცია. სააგენტოს სახსრების დანიშნულებისამებრ და მიზნობრივად ხარჯვის უზრუნველყოფა;
გ) კომპეტენციის ფარგლებში საბუღალტრო აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების უზრუნველყოფა. სააგენტოს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების გაანგარიშებისა და გაცემის უზრუნველყოფა;
დ) სააგენტოს საფინანსო-საბუღალტრო საქმიანობის აღრიცხვის სისწორის დაცვის, ბუღალტრული და საფინანსო ანგარიშების დროულად შედგენისა და შესაბამის უწყებებში წარდგენის უზრუნველყოფა. საბუღალტრო საბუთების წარმოების, გაფორმების, შენახვისა და დადგენილი წესით მათი არქივში ჩაბარების უზრუნველყოფა;
ე) ფულადი სახსრების ინვენტარიზაციის ჩატარების ორგანიზება;
ვ) კვარტალური და წლიური საფინანსო და სტატისტიკური ანგარიშების შედგენა;
ზ) სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა;
თ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტების შესაბამისად შესყიდვების პროცედურების განხორციელება, შერჩეულ მიმწოდებელთან სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მომზადება და დადება, კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე;
ი) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შემუშავება და, ცალკეული შესასყიდი ობიექტის წლიური ღირებულებიდან გამომდინარე, შესყიდვის წესის განსაზღვრა;
კ) დაშვებული ლიმიტების გათვალისწინებით, საწვავის ხარჯვის კონტროლის უზრუნველყოფა;
ლ) სააგენტოს ბალანსზე არსებული ძირითადი საშუალებებისა და მცირეფასიანი ინვენტარის აფასებასთან, ჩამოწერასა და გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
მ) სააგენტოს უზრუნველყოფა საორგანიზაციო ტექნიკა-მოწყობილობებით, ტრანსპორტით, საკანცელარიო და სხვა აუცილებელი ნივთებით;
ნ) სააგენტოს სამეურნეო ინფრასტრუქტურის გამართული და შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
ო) სააგენტოს ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვის უზრუნველყოფა, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
პ) სააგენტოს ძირითადი საშუალებებისა და სასაქონლო მატერიალური ფასეულობის ინვენტარიზაციის ჩატარებისა და ორგანიზების უზრუნველყოფა, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ჟ) მუნიციპალიტეტისთვის გადმოცემული ქონების მიღებასთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში;
რ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის კომერციული/სამეწარმეო იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელება ან/და აუქციონის ფორმით განკარგვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის პროექტების მომზადება, აუქციონის ჩატარება და შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების უზრუნველყოფა;
ს) საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის მომზადება/გაცემა;
ტ) საწარმოთა დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხების განხილვა და კოორდინაცია, ამ საკითხებთან დაკავშირებული სათანადო წინადადებებისა და დოკუმენტაციის პროექტების მომზადება; არაეფექტური და წამგებიანი საწარმოების გამოვლენა და შემდგომი რეაგირების მიზნით სათანადო წინადადებების შემუშავება;
უ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებულ საწარმოთა მართვა, ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში;
ფ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებულ საწარმოთა შესახებ ინფორმაციის მომზადება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისთვის წარსადგენად;
ქ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებულ საწარმოთა ხელმძღვანელი პირების დანიშვნა/გათავისუფლების, მათი სახელფასო განაკვეთების, საწარმოთა სტრუქტურის შესახებ შესაბამისი პროექტების მომზადება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისათვის წარდგენა;
ღ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებულ საწარმოებში ჩატარებული აუდიტის დასკვნებში დაფიქსირებული და/ან სხვა ინფორმაციის საფუძველზე აღმოჩენილი დარღვევა-ნაკლოვანებების შემთხვევაში სათანადო ზომების მიღება;
ყ) საწარმოთა აუდიტორული შემოწმების კოორდინაცია;
შ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ან/და 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით მოქმედი იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებით გარკვეული პროცედურების განხორციელება და აღნიშნული ქონების აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ საკითხის მომზადება;
ჩ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ან/და 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით მოქმედი იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ საკითხის მომზადება, აუქციონის ორგანიზება, ჩატარება და შედეგების გაფორმება;
ც) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
ძ) სააგენტოს უფროსის ან/და კურატორი მოადგილის ცალკეული დავალებების შესრულება;
წ) ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება.
3. ქონების მართვისა და განკარგვის სამსახურის უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ქონების საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებული კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების გატარება;
ბ) სააგენტოს მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იურიდიული პირების ქონების საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემის/მართვის უფლებით გადაცემის გეგმის განსაზღვრის შემთხვევაში მისი შესრულების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; გეგმის შემუშავებასა და მარკეტინგული ღონისძიებების განსაზღვრაში მონაწილეობა;
გ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით გადაცემის თაობაზე ქონების მართვის სამსახურის მიერ დასადები ხელშეკრულების მომზადება;
დ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრირებული მონაცემების ცვლილება/კორექტირებასთან ან გაუქმებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, საჭიროების შემთხვევაში სააგენტოს სხვა ქვედანაყოფებთან შეთანხმება და სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
ე) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის (ქონების) გამიჯვნის, რეგისტრაციის ცვლილების (ფართობის ცვლილების შემთხვევაში) და კორექტირების საკითხების განხილვა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისთვის შესათანხმებლად წარდგენა;
ვ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის გადმოცემული უძრავი ქონების მიღებასთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
ზ) ქონების აუქციონზე გამოცხადებისთვის მომზადების უზრუნველყოფა;
თ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იურიდიული პირების, გარდა კერძო სამართლის კომერციული/სამეწარმეო იურიდიული პირებისა, საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელება ან/და აუქციონის ფორმით განკარგვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის პროექტების მომზადება, აუქციონის ჩატარება და შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების უზრუნველყოფა.
ი) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მიზნით სსიპ – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოსთვის თანხმობის მიცემის საკითხის განხილვა კომპეტენციის ფარგლებში და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობასთან შესათანხმებლად წარდგენა;
კ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტთან (როგორც – უძრავი ქონების ერთ-ერთი თანამესაკუთრესთან) შეთანხმებას დაქვემდებარებული, უძრავი ქონების მიმართ გათვალისწინებული მოქმედებებისას (თუ ეს მოქმედებები არ იწვევს თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში/თანასაკუთრებაში არსებული ნივთის/ წილობრივი მიწის ნაკვეთის ფართობის შემცირებას ან რეგისტრაციის გაუქმებას), თანამესაკუთრის სახელით შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად საკითხის მომზადება;
ლ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტთან (როგორც უძრავი ქონების ერთ-ერთ თანამესაკუთრესთან) შეთანხმებას დაქვემდებარებული, უძრავი ნივთის (ქონების) მიმართ გათვალისწინებული მოქმედებები, რომლებიც იწვევენ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში/თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის/ქონების ფართობის შემცირებას ან რეგისტრაციის გაუქმებას, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისათვის შესათანხმებლად წარდგენა;
მ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (თანა)საკუთრებაში არსებულ/დაურეგისტრირებელ უძრავ ქონებაზე მშენებლობის ნებართვის მიღებასთან ან/და სხვა სახის წარმოებასთან დაკავშირებით, სამსახურისკომპეტენციის ფარგლებში, დაინტერესებული პირის მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის თაობაზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის, როგორც უძრავი ქონების ან/და ხაზობრივი ნაგებობის მესაკუთრის/შესაძლო მესაკუთრის პოზიციის დაფიქსირება;
ნ) სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მომართვის ან დაინტერესებულ პირის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ასევე, საკუთარი ინიციატივით, დაურეგისტრირებელ უძრავ ნივთზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელება;
ო) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) გადამეტების ან/და სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემის თაობაზე ან/და სხვა შემთხვევებში შესაბამისი სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მაკომპენსირებელი ღონისძიებების აღსრულების მიზნით, კანონმდებლობით განსაზღვრული სათანადო პროცედურების განხორციელება.
პ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ან/და სახელმწიფოს მიერ, კანონმდებლობით დადგენილი ფორმით უძრავი ქონების პრივატიზების შემთხვევაში, პრივატიზებული უძრავი ქონების ფუნქციური ზონის ცვლილებისას შესაბამისი სხვაობის დადგენის მიზნით, საბაზრო ღირებულების განსაზღვრის უზრუნველსაყოფად, კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
ჟ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების მოსარგებლეებს, რომლებსაც არ აქვთ ქონების სარგებლობის სამართლებრივი საფუძველი და რომლებიც ამ ქონებას სამეწარმეო საქმიანობისთვისთვის (კომერციული მიზნით) იყენებენ, ქონების სარგებლობისთვის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ გადასახდელი სარგებლობის საფასურის და ქონების გამოთავისუფლების ვალდებულების შესახებ ინფორმირება კანონმდებლობით დადგენილი წესით;
რ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
ს) სააგენტოს უფროსის ან/და კურატორი მოადგილის ცალკეული დავალებების შესრულება;
ტ) ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება.
4. ქონების აღრიცხვისა და მონიტორინგის სამსახურის უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მომართვის ან დაინტერესებულ პირის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ასევე, საკუთარი ინიციატივით, დაურეგისტრირებელი უძრავი ნივთის მოძიება, მასზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის საჭირო ტექნიკური ღონისძიებების განხორციელება (ადგილზე დათვალიერება, აზომვითი ნახაზის მომზადება და ა.შ);
ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონებაზე საკუთრების უფლების ხელყოფის აღკვეთის ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, ტექნიკური (აზომვითი ნახაზი) დოკუმენტაციის მომზადება;
გ) კომპეტენციის ფარგლებში ღონისძიებების გატარება (ადგილზე დათვალიერება, აზომვა) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იმ ქონებაზე, რომლითაც სარგებლობს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის არმქონე პირი და რომელიც მას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს;
დ) საინვესტიციო პროექტების მართვისა და ხელშეკრულებების მონიტორინგის სამსახურის მიმართვის საფუძველზე, სააგენტოს მონიტორინგს დაქვემდებარებული ხელშეკრულებების კონტრაჰენტების მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებათა შესრულების შესწავლა/შეფასება კომპეტენციის ფარგლებში (ობიექტის ადგილზე დათვალიერება, დასურათება და ა.შ.);
ე) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების რეგისტრაციის და მონიტორინგის შედეგების შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება;
ვ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის გადმოცემული უძრავი ქონების საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
ზ) უძრავი ქონების ადგილზე შესწავლა და არსებული სიტუაციის ფოტოფიქსაცია;
თ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
ი) სააგენტოს უფროსის ან/და კურატორი მოადგილის ცალკეული დავალებების შესრულება;
კ) ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება.
5. ქალაქგეგმარებისა და მიწის ნაკვეთების საზღვრების მომზადების სამსახურის უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებისა და, განსაკუთრებულ შემთხვევებში, თბილისის მთავრობის დავალების საფუძველზე, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების საზღვრების მომზადება/დადგენა;
ბ) მიწის ნაკვეთის საზღვრების მომზადებასთან/დადგენასთან დაკავშირებით, სამუშაოების ჩატარება, მიწის ნაკვეთის გეგმის მომზადება, მათი კორექტირება და სხვა;
გ) საჭიროების შემთხვევაში, ქალაქგეგმარებითი მოწესრიგების მიზნით, მიწის ნაკვეთების საზღვრების კორექტირება კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) დადგენილი მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირების თაობაზე პოზიციის მომზადება;
ე) კომპეტენციის ფარგლებში ტერიტორიების დაგეგმარება;
ვ) ტერიტორიის აზომვითი სამუშაოების ჩატარების შემდგომ, მიწის ნაკვეთის ზუსტი კონფიგურაციისა და ფართობის განსაზღვრა;
ზ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების მოთხოვნით ტერიტორიების სიტუაციური ნახაზების და აეროგადაღებების მომზადება;
თ) „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (თანა) საკუთრებაში არსებულ/დაურეგისტრირებელ უძრავ ქონებაზე მშენებლობის ნებართვის მიღებასთან ან/და სხვა სახის წარმოებასთან დაკავშირებით, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, დაინტერესებული პირის მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის თაობაზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის, როგორც უძრავი ქონების ან/და ხაზობრივი ნაგებობის მესაკუთრის/შესაძლო მესაკუთრის პოზიციის დაფიქსირება;
ი) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
კ) სააგენტოს უფროსის ან/და კურატორი მოადგილის ცალკეული დავალებების შესრულება;
ლ) ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება.
6. უძრავი ქონების მონაცვლეობის საკითხების განმხილველი სამსახურის უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გაცვლის ფორმით პრივატიზებასთან (მონაცვლეობასთან) დაკავშირებით, სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული, კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;
ბ) კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გაცვლის ფორმით პრივატიზების გამოყენების სანაცვლოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ სხვა მიწის ნაკვეთზე (გარდა კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული მიწის ნაკვეთისა) კ-2 კოეფიციენტის გადამეტების სანაცვლოდ, მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მიღება;
გ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მონაცვლეობასთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირთა მიერ წარმოდგენილი წინადადებების/მოთხოვნების განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
დ) გაცვლის ფორმით პრივატიზებისთვის განკუთვნილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ბაზის წარმოება/შემუშავება;
ე) შესაბამისი უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის უზრუნველყოფად კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;
ვ) შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის შესათანხმებლად/გადაწყვეტილების მისაღებად წარდგენის უზრუნველყოფა;
ზ) უძრავი ქონების გაცვლის ფორმით პრივატიზების შესახებ სააგენტოს მიერ გასაფორმებელი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება და მათი გაფორმების უზრუნველყოფა;
თ) უძრავი ქონების მონაცვლეობასთან დაკავშირებით მონაცემების აღრიცხვა/სტატისტიკის წარმოება;
ი) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
კ) სააგენტოს უფროსის ან/და კურატორი მოადგილის ცალკეული დავალებების შესრულება;
ლ) ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება.
7. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი სამართლებრივი აქტების მომზადების უზრუნველყოფა;
ბ) სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და ვიზირება;
გ) სააგენტოს მიერ დასადები, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების სტანდარტული ნიმუშების/ფორმების (მათ შორის, ცვლილებების თაობაზე) მომზადება;
ე) სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებიდან შემოსული სამართლებრივი აქტების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
ვ) სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მოწოდებული, ასევე სხვა დაწესებულებებიდან შემოსული ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების თაობაზე სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში განხილვა და შესაბამისი სამართლებრივი დასკვნების შემუშავება;
ზ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
თ) ყოფილი კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობის შედეგად დაზარალებულ პირთა მიმართ „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონით აღიარებულ კოოპერატიულ ბინათმშენებლობასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულების საკითხის დარეგულირების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 მარტის №419 განკარგულებიდან გამომდინარე, ყოფილი კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობის შედეგად დაზარალებულ პირთა უძრავი ქონებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება, მათ შორის, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე, შესაბამის ინტერესთა გამოხატვაზე მოწვევის გამოცხადება და გამარჯვებული პირების გამოვლენა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისა და საკრებულოს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების/შესაბამისი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება და სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
ი) ყოფილი კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობის შედეგად დაზარალებულ პირთა უძრავი ქონებით უზრუნველყოფის თაობაზე სააგენტოში წარმოდგენილი განცხადებების განხილვა და შესაბამისი კორესპონდენციის წარმოება.
კ) ყოფილი კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობის შედეგად დაზარალებულ პირთა მიმართ „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონით აღიარებულ კოოპერატიულ ბინათმშენებლობასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულების საკითხის დარეგულირების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 მარტის №419 განკარგულებიდან გამომდინარე, ყოფილი კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობის შედეგად დაზარალებული პირთა უძრავი ქონებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით სააგენტოში გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებების ფარგლებში, კონტრაჰენტების მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების მონიტორინგი, ასევე, შესაბამისი ხელშეკრულებების ფარგლებში კონტრაჰენტების მიერ წარმოდგენილი განცხადებების, მათ შორის, შესაბამისი უძრავი ქონების იპოთეკით ან/და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფორმით დატვირთვის თაობაზე საკითხის განხილვა და ამ მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
ლ) სააგენტოს უფროსის ან/და კურატორი მოადგილის ცალკეული დავალებების შესრულება;
მ) ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება.
8. საჯარო ინფორმაციის გაცემისა და სასამართლოსთან წარმომადგენლობის უზრუნველყოფის სამსახურის უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) სააგენტოს წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეებზე, რომლებშიც სააგენტო წარმოადგენს მხარეს ან მესამე პირს;
ბ) სააგენტოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ან/და ქმედების თაობაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას სააგენტოს წარმომადგენლობა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების ჩართვის უზრუნველყოფა
გ) განცხადებების, სასარჩელო განცხადებების, კერძო საჩივრების, სააპელაციო და საკასაციო საჩივრების მომზადება და მათთვის შესაბამისი მსვლელობის მიცემა;
დ) სააგენტოსთან დაკავშირებით არსებული კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებასთან დაკავშირებით ღონისძიებების განხორციელება;
ე) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი დავების ანალიზის საფუძველზე კანონმდებლობაში ცვლილების შეტანის თაობაზე წინადადებების მომზადება;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში ღონისძიებების გატარება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იმ ქონებაზე, რომლითაც სარგებლობს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის არმქონე პირი და რომელიც მას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს;
ზ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება;
თ) საჯარო ინფორმაციის გასაცემად სამუშაოების ორგანიზება და განხორციელება, საჭიროების შემთხვევაში, ინფორმაციის მომზადებაში შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ჩართვის უზრუნველყოფა;
ი) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
კ) სააგენტოს უფროსის ან/და კურატორი მოადგილის ცალკეული დავალებების შესრულება;
ლ) ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება.
9. საინვესტიციო პროექტების მართვისა და ხელშეკრულებების მონიტორინგის სამსახურის უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების საინვესტიციო მიმართულებით განკარგვასა და სარგებლობასთან დაკავშირებით პოტენციური ინვესტორების ბაზის შექმნა;
ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების საინვესტიციო მიმართულებით განკარგვასა და სარგებლობასთან დაკავშირებით გეგმის შემუშავება;
გ) საინვესტიციო მიმართულებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების პოტენციური შემძენის/სარგებლობის უფლების მიმღები/მართვის უფლების მიმღები პირების იდენტიფიცირება, მოძიება, მათთან მოლაპარაკების წარმოება პოტენციურ პროექტებთან დაკავშირებით, მოლაპარაკების შედეგად სამსახურის საინვესტიციო ჯგუფის მიერ საინვესტიციო პროექტების შემუშავება და საკითხის მომზადება;
დ) საინვესტიციო პროექტების შემუშავება, რაც გულისხმობს ბაზრის კვლევას, პოტენციურ ინვესტორებთან მოლაპარაკებას, პროექტის სრული ფინანსური ანგარიშგების შემუშავებას, სამართლებრივ ანალიზსა და საინვესტიციო პოტენციალის შესახებ ანგარიშის მომზადებას;
ე) პერიოდულად საინვესტიციო ონლაინ-ბროშურის შემუშავება, რომელშიც წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია სამსახურის შესრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი საინვესტიციო პროექტების შესახებ;
ვ) საინვესტიციო პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე, ინტერესთა გამოხატვის ან/და სხვა საკონკურსო პირობების მომზადება და ამ მიმართულებით სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში სხვა პროცედურულ საქმიანობაში ჩართულობა;
ზ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების მართვა-განკარგვასთან/სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით დადებული მოქმედი ხელშეკრულებების რეესტრის წარმოება;
თ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონებასთან დაკავშირებით კონტრაჰენტების მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების მონიტორინგი;
ი) ხელშეკრულებებში ცვლილებების/დამატებების შეტანის მიზნით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებისა და ხელშეკრულებების/შეთანხმებების პროექტების მომზადება;
კ) სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში კონტრაჰენტისათვის კანონმდებლობითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება;
ლ) პირობებით პრივატიზებული უძრავი ნივთის საპრივატიზებო პირობების სრულად შესრულებამდე პრივატიზებულ უძრავ ნივთზე განთავსებული შენობა-ნაგებობ(ებ)ის დემონტაჟის თაობაზე მესაკუთრისათვის თანხმობის მიცემის საკითხზე წინადადების მომზადება;
მ) სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში, კონტრაჰენტის ცვლილებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად საკითხის მომზადება;
ნ) მუნიციპალიტეტის მიერ ქალაქგეგმარებითი შეზღუდვებით განკარგულ უძრავ ქონებაზე აღნიშნული შეზღუდვის გაუქმებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად საკითხის მომზადება;
ო) ხელშეკრულებების მოშლის/შეწყვეტის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
პ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ, სარგებლობის ან საკუთრების უფლებით გადაცემული ქონების მესამე პირებისათვის სარგებლობის უფლებით (იჯარის, ქვეიჯარის, ქირავნობის, ქვექირავნობის, თხოვების ფორმით) გადაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად საკითხის მომზადება;
ჟ) სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით კონტრაჰენტების მიერ შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე, სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების დადასტურების მიზნით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
რ) ქონების განკარგვისა და სარგებლობაში გადაცემისას, კონტრაჰენტების მიერ შესრულებული/შესასრულებელი ვალდებულების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მომზადება, სააგენტოს შესაბამისი სამსახურის მიმართვის საფუძველზე
ს) სამსახურის მონიტორინგს დაქვემდებარებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ურთიერთობებში ქონების იპოთეკით, გირავნობით ან/და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფორმით დატვირთვის თაობაზე საკითხის განხილვა;
ტ) ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების თაობაზე თვითმმართველი ერთეულის ქონების შემძენის/მართვის უფლებით/სარგებლობის უფლებით მიმღები პირის მიმართვის განხილვა და სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
უ) დაინტერესებული პირის (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (მთავრობის) მოვალისთვის) სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის გამო დაკისრებული/ დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების საკითხის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისთვის წარსადგენად საკითხის მომზადება;
ფ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ, სარგებლობის ან საკუთრების უფლებით გადაცემულ ქონებაზე საკუთრების მოწმობის გაცემამდე ან/და ვალდებულებების შესრულების დადასტურებამდე აუქციონში გამარჯვებულის ცვლილებასთან, შეძენილი ქონების იპოთეკით, გირავნობით ან სერვიტუტით დატვირთვის, მესამე პირზე სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის გაცემა;
ქ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთნებულ საკითხებთან დაკავშირებით შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
ღ) სააგენტოს უფროსის ან/და კურატორი მოადგილის ცალკეული დავალებების შესრულება;
ყ) ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელება.
მუხლი 10. სააგენტოს ქონება
1. დასახული მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად სააგენტოს გააჩნია ქონება, რომელიც მას გადაეცემა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად ან/და შეძენილია სააგენტოს მიერ.
2. სააგენტოს ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობა და ფინანსური რესურსები.
მუხლი 11. სააგენტოს დაფინანსების წყაროები
სააგენტოს დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:
ა) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სააგენტოს მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლები;
გ) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
მუხლი 12. სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება
სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 13. კონტროლი
სააგენტოს მაკონტროლებელი ორგანოა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა, რომელიც სარგებლობს ყველა იმ უფლებით, რაც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გააჩნია სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს.
მუხლი 14. სააგენტოს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია
სააგენტოს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
მუხლი 15. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით.